როგორ ვუმკურნალოთ პაროდონტიტს უმტკივნეულოდ

როგორ ვუმკურნალოთ პაროდონტიტს უმტკივნეულოდ

პაროდონტი ეს არის კომპლექსი, რომელიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი)._

პაროდონტის დაავადებასთან  დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია გვხდება ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% . დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს,

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

როგორ ამოვიცნოთ პაროდონტიტი?

პაროდონტიტის დროს პაციენტი უჩივის სისხლდენას ღრძილებიდან, ქავილის შეგრძნებას, უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, კბილების მცირედით რყევას, ღრძილის რეცესიას და სხვა

როგორია მკურნალობის მეთოდები?

პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა და მკურნალობის ძირითადი პრინციპი დამყარებულია სტაბილიზაციაზე. არსებობს ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები

პაციენტებისთვის მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად  სტომატოლოგიურ კლინიკა დენტალ ლაინში პაროდონტიტის მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე აპარატის „ვექტორის“ გამოყენებით.

ვექტორით მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.

პაროდონტიტის თანამედროვე მკურნალობა

პაროდონტიტის მკურნალობას აპარატ „ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუშაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა კონკრეტული სამუშაო  ზედაპირის გასწვრივ.  გვერდითი მოძრაობები არ აზიანებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც კი  პროცედურა  ჩატარდეს  უმტკივნეულოდ

მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სწორედაც რომ ცვლის ქირურგიულ ჩარევას.  მუშაობის პროცესში ინსტრუმენტს მიეწოდება კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავის მხრივ, ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება მეტალის და ასევე კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.

ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი დღესდღეობით უალტერნატივოა. მაღალეფექტურობასთან ერთად საკმაოდ კომფორტული და უსაფრთხოა, რადგან პროცედურის დროს და მის შემდგომ პერიოდშიც პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიამოვნო შეგრძნებები და არც საჭიროებს ანესთეზიის გამოყენებას

პროცედურების რაოდენობის სიხშირე იგეგმება ინდივიდუალურად პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა პირველივე შედეგს პაციენტი პირველივე ვიზიტზე გრძნობს. თითო პროცედურის  დრო შეადგენს 40 წუთს .

პაროდონტიტის სრული განკურნება  არ ხდება, მაგრამ პაციენტის მონდომებით და ექიმის სწორად ჩატარებული მანიპულაციით მიიღწევა ხანგრძლივი სტაბილიზაცია.

რა შეიცვალა თანამედროვე მკურნალობის მეთოდმა?

თანამედროვე სტომატოლოგიური მიდგომების დანერგვამ დენტალ ლაინში საშუალება მოგვცა პაციენტებს შევთავაზოთ პაროდონტიტის ეფექტური და კომფორტული მკურნალობა. ვექტორის აპარატი საშუალებას გვაძლევს მკურნალობა იყოს

  • უმტკივნეულო
  • სრულფასოვანი
  • შედეგიანი
  • უსაფრთხო, ანესთეზიის გარეშე
  • დროში შემცირებული
  • გახანგრძლივებული სტაბილიზაცია (გამოჯანმრთელობის პერიოდი)

გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია პროცედურის განმეორება 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა სიმპტომები

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

თქვენი პირადი სტომატოლოგი

ელენე ნოზაძე - მოზარდთა და ბავშვთა თერაპევტი