გინგივიტი – პირის ღრუს დაავადება

გინგივიტი – პირის ღრუს დაავადება

🌍 გინგივიტი  – კარიესის შემდეგ, ერთ-ერთი  ფართოდ გავრცელებული პირის ღრუს დაავადება მსოფლიოში.

🦷 გინგივიტი  ღრძილების ანთებაა, როდესაც პროცესი ვრცელდება კბილის ირგვლივ არსებულ მხოლოდ რბილ ქსოვილებზე (ღრძილზე) და არ არის გადასული ძვალზე.

📋 გინგივიტის ახასიათებს ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, შეშუპება და სიწითლე.

გინგივიტის გამომწვევი მიზეზებია:

🔹 ნადები – არასრულფასოვანი ჰიგიენით გამოწვეული;

🔹 ჰორმონული ფაქტორი- ორსულობა, ჰორმონული დარღვევები;

🔹 მედიკამენტები- ჰორმონული მედიკამენტები, ქიმიო თერაპია და სხვა;

🔹 არასწორად მოთავსებული ბჟენები ან ორთოპედიული გვირგვინები;

🔹 თამბაქოს ხშირი მოხმარება

🔹 სხვადასხვა დაავადებები – შიდსი, დიაბეტი, ლეიკემია.

👀 როგორ მოვახდინოთ პრევენცია?

გინგივიტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, რომ 6️⃣ თვეში ერთხელ ეწვიოთ ჰიგიენის პაროდონტოლოგს და ჩაიტაროთ გეგმური წმენდა და მარტივი სადიაგნოსტიკო ტესტი, რათა თქვენი კბილები იყოს ჯანსაღი და უსაფრთხო.

დენტალ ლაინი – თქვენი პირადი სტომატოლოგი💙