სრულფასოვანი დიაგნოსტიკა სწორი მკურნალობის საწინდარია , ამის გათვალისწინებით კლინიკა დენტალ ლაინი აღჭურვილია ისეთი თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს ორგანიზმის მინიმალური დასხივებით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
ვიზიორენტგენოლოგიური გამოკვლევა
ვიზიორენტგენოლოგიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს მინიმალური დასხივებით გამოვიკვლიოთ 1-2 კბილის, პირველ რიგში ფესვის მდგომარეობა, მისი დაბჟენის ხარისხი და შემდგომში, მივიღოთ ნაწილობრივი ინფორმაცია ამ კბილების მიმდებარე ძვალსა და ფიზიოლოგიურ სივრცეზე
ორტოპანტომოგრაფია
დენტალური ორტოპანტომოგრაფია ანუ პანორამული სურათი საშუალებას გვაძლევს ერთ სურათზე მივიღოთ ზედა-ქვედა ყბასა და მათზე არსებულ კბილებზე მეტნაკლებად მოცულობითი ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებს შემდგომი მკურნალობისთვის.
3D ან CTკომპუტერული კვლევა
3D რენტგენოლოგიური კვლევა გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა სტომატოლოგიაში. კვლევა გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას ორივე ყბის ძვალზე, თითოეულ კბილზე, მათ მიმდებარე ძვალსა და კბილთაშორის სივრცეებზე , ასევე ბჟენებსა და მოუხსნელ კონსტრუქციებზე
3D ან CT კომპუტერული კვლევის უპირატესობა:
- მინიმალური დასხივება – კვლევის დროს შესაძლებელია სხივის რეგულირება და დასხივება მხოლოდ საკვლევ არეალში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის რადიაციულ დასხივებას.
- უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის – მინიმალური დასხივების რეგულირების შედეგად აღნიშნული კვლევის დროს დასხივება უფრო ნაკლებია ვიდრე ვიზიორენტგენოლოგიური კვლევის დროს
- დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე – ერთი სკანირებით შესაძლებელია დათვალიერდეს: ძვლოვანი სტრუქტურა, საფეთქელქვედა სახსარები, ჰაიმორის წიაღები და პათოლოგიური პროცესები. (კისტა, სიმსივნური წარმონაქმნი, ანთებითი პროცესები)
მხოლოდ 3 D კვლევის საშუალებით არის შესაძლებელი დენტალური იმპლანტაციის დაგეგმარება სრულფასოვნად და ორთოპედიული კონსტრუქციის ფიქსაციის წინასწარი გათვლა