ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა.
ძილის ბრუქსიზმი განიხილება ძილთან დაკავშირებული მოძრაობის დარღვევად. ადამიანებს, რომლებიც ძილის დროს კბილებს აკრაჭუნებენ, უფრო მეტად აქვთ ძილის სხვა დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა და სუნთქვის შეჩერება (ძილის აპნოე).
მსუბუქი ბრუქსიზმი არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ხშირი და საკმარისად მძიმე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყბის დარღვევები, თავის ტკივილი, კბილების დაზიანება და სხვა პრობლემები.
იმის გამო, რომ შესაძლოა გქონდეთ ძილის ბრუქსიზმი და არ იცოდეთ ამის შესახებ გართულებების განვითარებამდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ ბრუქსიზმის ნიშნები და სიმპტომები, რათა დროულად მიმართოთ თქვენს პირად სტომატოლოგს დახმარებისთვის.
სიმპტომები
⚫️ ბრუქსიზმის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
⚫️ კბილების კრაჭუნი, კბილებს ერთმანეთზე იმდენად ძლიერად აბჯენთ, რომ ხმაურის გამო ოთახში მყოფ სხვა ადამიანს აღვიძებთ;
⚫️ გაბრტყელებული, მოტეხილი, მორყეული კბილები;
⚫️ გაცვეთილი კბილის მინანქარი;
⚫️ კბილის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა;
⚫️ ყბის ტკივილი ან ყბის კუნთების დაჭიმულობა;
⚫️ ტკივილი კისრის, სახის ან ყბის მიდამოში;
⚫️ შეგრძნება თითქოს ყური გტკივათ;
⚫️ ყრუ თავის ტკივილი, რომელიც შუბლიდან იწყება;
⚫️ ღეჭვის შედეგად დაზიანებული ლოყის შიდა მხარე;
⚫️ ძილის დარღვევა.
მიზეზები
ექიმებს ბოლომდე ვერ თანხმდებიან, რა იწვევს ბრუქსიზმს, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობით.
გაღვიძებული ბრუქსიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ემოციებით, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ბრაზი, იმედგაცრუება ან დაძაბულობა.
ძილის ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ძილთან დაკავშირებული საღეჭი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ძილის დროს აღგზნებასთან.
გართულებები
უმეტეს შემთხვევაში, ბრუქსიზმი არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. მაგრამ მძიმე ბრუქსიზმი შეიძლება გამოიწვიოს:
⚫️ კბილების, რესტავრაციების, გვირგვინების ან ყბის დაზიანება;
⚫️ დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი;
⚫️ სახის ან ყბის ძლიერი ტკივილი;
⚫️ დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებში (TMJs).
როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს?
ხშირ შემთხვევაში ბრუქსიზმის მკურნალობა არ არის საჭირო, ვინაიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ ეს ჩვევა ქრება, მაგრამ თუ კბილების კრაჭუნი ძალიან შემაწუხებელია, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა დაინიშნოს შესაბამისი თერაპიული და მედიკამენტოზური მკურნალობა.
მკურნალობისთვის, პაციენტებს ხშირად ენიშნებათ პირშიდა დამცველი რეზინის კაპა ან რბილი პლასტიკატის აპლიკატორი, რომლებიც კბილებს შორის ფიქსირდება და იცავს მათ ტრავმირებისგან. თანაც, ეს დამცავი მოწყობილობები არ იცვითება და ამცირებენ კრაჭუნის ხმას. დამატებითი მკურნალობის სახით ექიმმა შეიძლება გამოწეროს კალციუმის, მაგნიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პრეპარატები. აღნიშნული მიკროელემენტებითა და ვიტამინებით ორგანიზმის გაჯერება შეამცირებს საღეჭი კუნთების უნებლიე შეკუმშვებს ძილში.
გარდა ამისა, ზრდასრულ ასაკში ბრუქსიზმის სამკურნალოდ გამოიყენება ბოტულინის ტოქსინი ე.წ „ბოტოქსი“.
ბოტოქსით მკურნალობის დროს, ბოტულინის ტოქსინის მცირე რაოდენობა შეჰყავთ კუნთებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყბის მოძრაობაზე – სავარაუდოდ, მასეტერულ კუნთში, რომელიც პასუხისმგებელია ღეჭვაზე. ბოტულინის ტოქსინი შეამცირებს შეკუმშვას, რომელიც დაგეხმარებათ დაძაბულობისა და ტკივილის შემსუბუქებაში. აღნშნული ეფექტი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.
დენტალ ლაინი – თქვენი პირადი სტომატოლოგი