fbpx
რატომ არის მნიშვნელოვანი დენტალური იმპლანტის დროული ჩასმა

რატომ არის მნიშვნელოვანი დენტალური იმპლანტის დროული ჩასმა

პაციენტებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს  თუ დროულად არ მოხდება დაკარგული კბილის ჩანაცვლება დენტალური იმპლანტით,  როგორ შეარჩიონ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იმპლანტი. ასევე, აქვს თუ არა იმპლანტის ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა და რაც ყველაზე მეტად ადარდებთ, ეს არის უსაფრთხო იმპლანტი და თვითონ იმპლანტის ჩასმის პროცედურა.

რა არის დენტალური იმპლანტი?

დენტალური იმპლანტოლოგია გულისხმობს ხელოვნური ფესვის ჩანერგვას ყბის ალვეოლურ მორჩში. თავად იმპლანტი ფესვის იმიტაციაა, რომელიც ძვალში ფიქსირდება და შემდგომ აღსადგენი დეფექტის მიხედვით, მასზე მაგრდება ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი.

იმპლანტის კონსტრუქცია და საბოლოო სახე გამოიყურება შემდეგნაირად: იმპლანტი, მასზე მოთავსებული აბატმენტი, რომელიც იმპლანტს აკავშირებს ხელოვნურ გვირგვინთან.

ვისთვის არის განკუთვნილი იმპლანტი?

დენტალური იმპლანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაკარგა ერთი ან რამდენიმე კბილი,  არ სურს ხიდის ჩასმა და/ან აქვს მოსახსნელ პროთეზებთან დაკავშირებული პრობლემები: ღებინების რეფლექსისუსტი ფიქსაცია საუბრისას და საკვების მიღებისას.

რატომ არის მნიშვნელოვანი იმპლანტის დროული ჩასმა?

როდესაც ადამიანი კარგავს ერთ, ან რამდენიმე კბილს, თანკბილვა იცვლება – რთულდება შემდგომში ხიდის ჩასმა;  ხდება ზედა კბილის ჩამოსვლა, რაც მომავალში  ჯანმრთელი ზედა კბილის დამუშავებას საჭიროებს. ასევე ხშირია  ძვლის განლევაამ დროსიმპლანტის ჩასმისთვის საიმპლანტე მიდამო საჭიროებს ძვლის დამატებას, რაც შემდგომში თითქმის აორმაგებს დენტალური იმპლანტის ღირებულებას.

ჩვენს კლინიკაში იმპლანტის შერჩევა ხდება პაციენტთან შეთანხმებით, მისი პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლით, ყბის ძვლის სტრუქტურის შეფასებით, მასზე დასამაგრებელი კონსტრუქციის გათვალისწინებით.

რამდენად უსაფრთხოა იმპლანტაციის პროცედურა?

იმპლანტის უსაფრთხოდ და მაქსიმალური სიზუსტით ჩასმისთვის სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტალ ლაინში“ განსაკუთრებული  ყურადღება ექცევა დაგეგმარებას.

დაგეგმარებისას ხდება საიმპლანტე მიდამოს დათვალიერება 3 განზომილებაში 3 კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომლის მეშვეობით შეგვიძლია საფუძვლიანად დავათვალიეროთ ძვლოვანი სტრუქტურა, საფეთქელქვედა სახსარები, ჰაიმორის წიაღები და პათოლოგიური პროცესები: დავიზღვიოთ თავი მოულოდნელობებისგან (კისტა, სიმსივნური წარმონაქმნი, ანთებითი პროცესები)

3 კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია გამოსახულების მასშტაბირება, 3 ფორმატს ნახვა, საიმპლანტე მიდამოს ზუსტი განსაზღვრა, ნერვის მდებარეობის გათვალისწინება და იმპლანტის ჩასასმელი ადგილის სიგრძის და სიგანის გამოთვლა. სრულყოფილი დაგეგმარების წყალობით, თითქმის ნულის ტოლია იმპლანტის შემდგომი გართულებები.

იმ შემთხვევაში თუ საკმაოდ ვიწრო ძვალთან გვაქცს საქმე, პაციენტისთვის მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, კლინიკაში იმპლანტის ჩასმისთვის გამოიყენება პიეზო აპარატი. პიეზო ქირურგია ეს არის უახლესი მიდგომა იმპლანტოლოგიაში, რომელიც  იმპლანტის მიდამოს ატრამვული დამუშავების საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია მოვათავსოთ იმპლანტი ვიწრო მიდამოშიც კი, რაც აქამდე რთული ან შეუძლებელიც იყო.  პიეზო ქირურგიამ ჩაანაცვლა ბურღი რთული ექსტრაქციების დროს, შესაბამისად, პროცედურა, რაც მთავარია პაციენტისთვის, მეტად უსაფრთხო და მცირედით მტკივნეულია, ხოლო ექიმისთვის ნაკლებ სარისკო, რადგან მინიმალურია გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ტრამვები.

როგორ მოხდება იმპლანტის შეგუება ორგანიზმთან და როგორია იმპლანტის გამძლეობა

იმპლანტის ყბის ძვალსთან გართულებების გარეშე შესახორცებლად და მისი ხანგრძლივი მოხმარებისვის, მნიშვნელოვანია სწორი ჰიგიენა. შეხორცების პროცესი დაახლოებით 4-5 თვე  მიმდინარეობს. ამ პერიოდში პაციენტმა კბილის ჯაგრისთან და ფლოსთან ერთად,  მნიშველოვანია გამოიყენოს ირიგატორი. სწორი ჰიგიენის და უწყვეტი დისპანსერული მეთვალყურეობის შემთხვევაში, იმპლანტს შეუძლია გემსახუროთ მთელი ცხოვრება.

დენტალური იმპლანტის მნიშვნელოვანი უპირატესობა მეზობელი კბილების მთლიანობის შენარჩუნებაა, რადგან ხიდის და მოსახსნელი პროთეზებისგან განსხვავებით, იმპლანტი დამოუკიდებელი კონსტრუქციაა და არ მოითხოვს მეზობელი ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა/დამუშავებას. იმპლანტი ზუსტად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფორმას, ამიტომ ინარჩუნებს ძვალს განლევისგან, ხოლო ძლიერი ფიქსაცია განაპირობებს მაქსიმალურ კომფორტს საკვების მიღებისას და საუბრისას.

გისურვებთ ბედნიერებას

თქვენი პირადი სტომატოლოგი