
დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს ხელოვნური ფესვის ჩანერგვას ყბის ალვეოლურ მორჩში (ყბის ძვალში). თავად იმპლანტი ფესვის იმიტაციაა, რომელიც ძვალში ფიქსირდება და შემდგომ აღსადგენი დეფექტის მიხედვით, მასზე მაგრდება ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი
იმპლანტის კონსტრუქცია და საბოლოო სახე გამოიყურება შემდეგნაირად: იმპლანტი, მასზე მოთავსებული აბატმენტი. აბატმენტი შემდგომ იმპლანტს აკავშირებს ხელოვნურ გვირგვითან დენტალური იმპლანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაკარგა ერთი ან რამოდენიმე კბილი, არ სურს ხიდის ჩასმა და/ან აქვს მოსახსნელ პროთეზებთან დაკავშირებული პრობლემები: ღებინების რეფლექსი, სუსტი ფიქსაცია საუბრისას და საკვების მიღებისას.
იმპლანტის შერჩევა ხდება პაციენტთან შეთანხმებით, მისი პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლით, ყბის ძვლის სტრუქტურის შეფასებით, მასზე დასამაგრებელი კონსტრუქციის გათვალისწინებით იმპლანტის ჩანერგვის პროცედურა 20 წუთზე მეტი არ გრძელდება
იმპლანტაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- დაგეგმარება
- იმპლანტის მოთავსება
- ინტეგრაცია (შეხორცება ძვალთან)
- გვირგვინის დამზადება, მორგება, ჩაცემენტება
დენტალური იმპლანტის მნიშვნელოვანი უპირატესობა მეზობელი კბილების მთლიანობის შენარჩუნებაა, რადგან ხიდის და მოსახსნელი პროთეზებისგან განსხვავებით, იმპლანტი დამოუკიდებელი კონსტრუქციაა და არ მოითხოვს მეზობელი, ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა/დამუშავებას. იმპლანტი ზუსტად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფორმას, ამიტომ ინარჩუნებს ძვალს განლევისგან, ხოლო ძლიერი ფიქსაცია განაპირობებს მაქსიმალურ კომფორტს საკვების მიღებისას და საუბრისას
სტომატოლოგ-იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე:
- ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
- გაგაგზავნის 3D რენტგენოლოგიურ კვლევაზე
- ექიმი მოგაწვდის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე ინფორმაციას
- გაეცნობი მკურნალობის ღირებულების სრულყოფილ კალკულაციას
- მიიღებ დანიშნულებას