
ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელის დახმარებითაც ხდება არასწორად განლაგებული ყბების და კბილების გასწორება.
მჭიდროდ და არასწორად მდგომი კბილების წმენდა სირთულეს წარმოადგენს, მატულობს კბილების ადრეული დაკარგვის რისკი, მატულობს რისკი ღრძილების დაავადებების, კარიესის და სხვა გართულებები:
- არასწორი კონტაქტების შედეგად ყბების კუნთების გადაღლა
- ზედმეტი არასასურველი დატვირთვა საფეთქელ ქვედა ყბის სახსარზე
- ესთეტიკური დისკომფორტი
კბილების გასწორების დადებითი მხარე მრავალია, მათ შორისააა, ჯანმრთელი პირის ღრუ, სასიამოვნო გარეგნობა, თავისთავად ჯანმრთელი კბილები, რომლებიც პაციენტს უფრო დიდხანს შეუნარჩუნდება.
ამ დარგის სპეციალისტს ორთოდონტი ქვია. Ორთოდონტები გადიან ხუთ წლიან საბაკალავრო აკადემიური განათლებას სტომატოლოგიის დარგში, შედგომ კი ორ წლიან რეზიდენტურას ორთოდონტიის სპეციალობაში
როგორ უნდა მივხვდეთ რომ ორთოდონტი გვჭირდება?
ამის განსაზღვრა მხოლოდ თქვენს სტომატოლოგს და ორთოდონტს შეუძლია.
პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი ისტორია, კლინიკური დათვალიერება, რენტგენოდიაგნოსტიკის სხვადასხვა კვლევა, ინდივიდუალური მოდელების დამზადება და ბოლოს პირის ღრუსა და სახის ფოტოგრაფირება – ეს იმ მნიშვნელოვანი კვლევების ჩამონათვალია, რომლის შესწავლის შედეგად, ორთოდონტი ადგენს თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.
თუ თქვენ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე აღგენიშნებათ, მაშინ თქვენ დიდი ალბათობით ორთოდონტის დახმარება გჭირდებათ:
- ზედა ყბის კბილები ქვედაზე ბევრად წინ დგას და გვაქვს სივრცე მათ შორის.
- ქვედა ყბის კბილები ზედაზე ბევრად წინაა და გვაქვს სივრცე მათ შორის
- ზედა და ქვედა ყბის კბილები პირდაპირ ედება ერთმანეთს.
- კბილების შეხების დროს არ გაქვთ კონტაქტი და ბოლომდე ვერ ადებთ კბილებს ერთმანეთს.
- Შუა ხაზის გადანაცვლება – როდესაც ზედა ყბის ცენტრალურ კბილებს შორის ხაზი არ ემთხვევა ქვედა ყბის კბილებს
- შორის ხაზს. Ანუ ცენტრი გადანაცვლებულია, მარჯვნივ ან მარცხნივ.
- Მჭიდრო დგომა – როდესაც კბილები არ დგას ერთ რკალში, ამოსულია ენისკენ ან ლოყისკენ და გაქვს დარღვეული კბილთა რკალი.
- Სივრცეები კბილებს შორის – კბილებს შორის სივრცეების არსებობა.
როდის არის ორთოდონტთან ვიზიტისთვის საუკეთესო ასაკი ბავშვებისთვის?
ორთოდონტთან ვიზიტის საუკეთესო დრო არის 6-7 წლის ასაკი, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განაპირობებს სტაბილურ მკურნალობის გამოსავალს და ამცირებს რეციდივების (ხელახლა) განვითარების რისკს
ადრეული ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია შერეული თანკბილვის დროს ანუ, როდესაც პირის ღრუში გვაქვს როგორც სარძევე აგრეთვე მუდმივი კბილები, მინიმუმამდე დავიყვანოთ ძვლოვანი, კუნთოვანი და ყბა კბილთა დარღვევები
ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა იწყება აპარატის შერჩევით, რაც ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე ხდება. გათვალისწინება ხდება არა მარტო თანკბილვის ანომალიიდან გამომდინარე, არამედ იმითაც თუ რა ასაკისაა ბავშვი, როგორია მისი მოტივაცია, რამდენად დისციპლინირებული და დამჯერია იგი. არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები. ყველა აპარატს თავისი ფუქცია აქვს. მაგალითად, ზოგი გვეხმარება მავნე ჩვევებთან მრძოლაში. ზოგი აფართოვებს ზედა და ქვედა ყბას და ა.შ.
როგორ მუშაობს ორთოდონტიული მკურნალობა?
პირველ რიგში ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. Მოზრდილ პაციენტებში ყველაზე პოპულარული და ეფექტური გახლავთ ბრეკეტები.
ბრეკეტები შედგება, თავად ბრეკეტისგან, რკალისგან, რეზინებისგან და სხვადასხვა დამატებითი ელემენტებისგან. Ბრეკეტები მოცემულია ინდივიდუალურად ყველა კბილისთვის,ისინი ყენდება იმ პოზიციაზე, როგორც უნდა იდგეს ნორმაში კბილი, მათი დაყენების შემდეგ, სპეციალური რკალი თავსდება ბრეკეტებს შორის, გარედან კი რკალს ბრეკეტში ამაგრებს რეზინის ლიგატურები. Ამ დაჭიმვის შედეგად რკალი ცდილობს კბილს დაუბრუნოს სწორი ფორმა, სწორედ ასე ხდება კბილების გასწორება.