fbpx
background

თერაპია

თერაპია

დენტალ ლაინში თერაპიული მკურნალობა დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.

ჩვენი თერაპიული სერვისები მოიცავს:

 ● კარიესის მკურნალობა:

კარიესის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალური ინვაზიურობით დაზიანებული კბილის აღდგენას და იცავს მას გართულებებისგან.

 ● პულპიტისა და პერიდონტიტის მკურნალობა:

ფესვის არხების მკურნალობა თანამედროვე აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს კბილის შენარჩუნებასა და დაავადებების პროფილაქტიკას.

 ● მხატვრული რესტავრაცია:

კბილების აღდგენა და კორექტირება მაღალხარისხიანი საბჟენი მასალებით,რომელიც საშუალებას გვაძლევს მინიმუმ 10 წლით გავაახალგაზრდაოთ ღიმილი.

● პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა

პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა მოიცავს ნადების, ქვების და ბაქტერიების მოცილებას, რაც ხელს უშლის კარიესისა და ღრძილების დაავადებების განვითარებას. პროცედურა ტარდება ულტრაბგერითი სკალერით და სპეციალური ჯაგრისებით, რომლებიც უზრუნველყოფს კბილის ზედაპირის სრულყოფილ სისუფთავეს. ასევე გამოიყენება ფლუორიდი მინანქრის გასაძლიერებლად. რეგულარული წმენდა აუმჯობესებს კბილების სიჯანსაღეს და ღიმილის ესთეტიკას. რეკომენდებულია პროცედურა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში.

ჩვენი კლინიკა იყენებს თანამედროვე აღჭურვილობას, როგორიცაა სტომატოლოგიური მიკროსკოპი და მაღალი ხარისხის საბჟენი მასალები, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ კბილის სტრუქტურა და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი შედეგები.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა “დენტალ ლაინში” მკურნალობა ტარდება პაციენტის საჭიროებებისა და კომფორტის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და შედეგის ხანგრძლივობას.