Სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ, აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს სრული ციფრული (რენტგენოლოგიური) დიაგნოსტიკა, რათა ზუსტად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, რაც სპეციალისტებს ეხმარება სწორი მკურნალობის გეგმის შედგენაში.
ბევრს სმენია რენტგენის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რა არის ცეფალომეტრიული რენტგენი? რით განსხვავდება იგი სხვა სახის რენტგენოლოგიური კვლევებისგან? Აღნიშნულ სტატიაში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.
ცეფალომეტრიული რენტგენი უნიკალური ინსტრუმენტია, რომელიც სტომატოლოგს საშუალებას აძლევს გადაიღოს სახის მხარის სრული რენტგენოგრაფიული სურათი. ზოგადად, რენტგენი სტომატოლოგს სთავაზობს კბილების, ყბის ძვლისა და რბილი ქსოვილების დათვალიერების საშუალებას იმის მიღმა, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
ცეფალომეტრიული რენტგენი ექსტრაორალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის ღრუში რენტგენის ფირი არ არის ჩასმული. ცეფალომეტრიული და პანორამული რენტგენი აჩვენებს ცხვირის და სინუსების პასაჟებს, რომლებიც გამოტოვებულია ინტრაორალური რენტგენის მიერ.
ცეფალომეტრიული რენტგენის გადაღება ჩვეულებრივ ხდება პანორამული რენტგენის აპარატით. Აპარატის მექანიკურ მკლავზე დამონტაჟებულია ცეფალომეტრიული ფირის დამჭერი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის რენტგენოლოგიურ გადაღებას.
ცეფალომეტრიული რენტგენი სრულიად უმტკივნეულოა. თავი მოთავსებულია მექანიკურ მბრუნავ მკლავსა და ფირის დამჭერს შორის, რომელიც მოთავსებულია მეორე მკლავზე. მკლავი ბრუნავს თავის გარშემო და იღებს სახის, პირის და კბილების სურათებს.
ცეფალომეტრიული რენტგენი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტომატოლოგების მიერ, რათა შეფასდეს:
ცეფალომეტრიული რენტგენის გადაღების შემდეგ სტომატოლოგი შეძლებს დაინახოს თავის სრული გვერდითი პროფილი. აღნიშნული ხელს უწყობს ორთოდონტიული მკურნალობის სწორად დაგეგმვას და დაუყოვნებლივ შეფასებას, თუ როგორ შეიძლება ბრეკეტებმა გავლენა მოახდინოს სახის პროფილსა და კბილებზე. ამ ტიპის რენტგენი, ასევე აქტიურად გამოიყენება დენტალური იმპლანტაციის დროს.
Დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 272 10 88 ან გვეწვიეთ კლინიკაში.
მის: გორგასლის #63/ორთაჭალა