ბრეკეტები და პირის ღრუს მოვლა

ბრეკეტ სისტემის ფიქსაციის შემდეგ ექიმი უხსნის პაციენტს, თუ როგორ უნდა დაიცვას ჰიგიენა მთელი მკურნალობის პროცესის განმავლობაში.

ბრეკეტების ტარებისას აუცილებელია განსაკუთრებულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, რადგან არასწორი ზრუნვისას, შესაძლებელია განვითარდეს როგორც კბილის მინანქრის, ისე ღრძილების დაავადებები.

ბრეკეტების მოსავლელად არსებობს სპეციალური ორთოდონტიული ჯაგრისები და ასევე სხვადასხვა სახის მოწყობილობები, მაგალითად ირიგატორი.

კბილებს იხეხავთ რეგულარულად დილით და საღამოს, ამას ემატება ყოველი ჭამის შემდეგ ბრეკეტების გასუფთავება საჭმლის ნარჩენებისგან სპეციალური ჯაგრისების დახმარებით.

 

Ბრეკეტების მოვლისთვის დაგჭირდებათ:

☑️ Ბრეკეტის სპეციალური ჯაგრისი, რომლითაც კბილებს გაიხეხავთ დილით და საღამოს.

☑️ მონობოჭკოვანი ჯაგრისი, ყოველი საკვების მიღების შემდეგ.

☑️ კბილთაშორისი ჯაგრისი ან სუპერ ფლოსი, დილით და საღამოს.

☑️ ასევე შეგვიძლია იხმაროთ ირიგატორი, დილით და საღამოს.                                                                                                                                                                        

ორთოდონტიული მკურნალობისას თქვენი პირადი ექიმი გინიშნავთ სპეციალურ კბილის პასტას და სავლებს. იმისთვის, რომ კბილების მინანქარი იყო მტკიცე. სპეციალურად ინიშნება პასტები მინერალების შემადგენლობით.

Პირის ღრუს სავლები ინიშნება დილით და საღამოს ღრძილების დასამშვიდებლად.

მკურნალობის პირველ ეტაპზე, ასევე ინიშნება სპეციალური მალამოები, რათა შევამციროთ ბრეკეტით გამოწვეული დისკომფორტი.

ყურადღება!

3-4 თვეში ერთხელ აუცილებელია პროფესიული ჰიგიენა კლინიკაში, ექიმი ხსნის რეზინებს, რკალებს, პაციენტს უტარდება ჰიგიენური წმენდა სპეციალური აპარატებით.

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟎𝟑𝟐 𝟐 𝟕𝟐 𝟏𝟎 𝟖𝟖 / 𝟓𝟗𝟖 𝟕𝟐 𝟏𝟎 𝟖𝟖 ან მოგვწერეთ აქ პირად შეტყობინებაში.

🏥 მისამართი: გორგასლის ქუჩა #63

ანა ვეფხვაძე – თქვენი პირადი სტომატოლოგი