
სტომატოლოგიური ქირურგიული მკურნალობა მოიცავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. რაც მოიცავს:
- ბავშვთა ქირურგია
- კბილის ექსტრაქცია (ამოღება)
- რეტენციული (ჩაზრდილი) კბილის, ფესვის ამოღება
- სიბრძნის კბილის ექსტაქცია
- ძვლის პლასტიკა, ფესვის მწვერვალის რეზექცია
- ყბა-სახის მიდამოში სხვადასხვა ქრონიკულ პროცეცებს მკურნალობა
- პაროდონტოლოგია
რას ნიშნავს პიეზო ქირურგია და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?
მკურნალობის სასურველი შედეგის მისაღწევად, ტრადიციული ქირურგიული მეთოდები თითქმის სრულიად ჩანაცვლდა თანამედროვე მიდგომით – პიეზო ქირურგიით.
პიეზო ქირურგია წარმოადგენს ტრადიციული მეთოდების თანამედროვე ალტერნატივას. პიეზო აპარატის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ულტრაბგერით ტალღებს. ეს არის ულტრაბგერითი სკალპელი და პირის ღრუს ქსოვილებზე მოქმედებს არამექანიკური ზემოქმედებით, არამედ ულტრაბგერების გამოყენებით.
ულტრაბგერითი სკალპელის მთავარი უპირატესობა განაკვეთის მაღალ სიზუსტეშია. ქირურგს საშუალება ეძლევა კბილების და ყბის ძვლის დამუშავებისას არ დააზიანოს ახლომდებარე სისხლძარღვები, ნერვები და ზედაპირული რბილი ქსოვილი.
პიზოქირურგია ეხმარება ექიმს რთული პროცედურების მაღალი სიზუსტით ჩატარებაში, რაც განაპირობებს:
- ზედაპირული ქსოვილების მინიმალურ დაზიანებას
- ოპერაციის პროცესში და შემდგომ უსიამოვნო შეგრძნებების მაქსიმალურად შემცირებას
- ატრამვულ, უმტკივნეულო პროცედურას
- რეაბილიტაციის პროცესის მსუბუქ და სწრაფ მიმდინარეობას
ქირურგ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე:
- ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
- საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნის რენტგენოლოგიურ კვლევაზე
- ექიმი მოგაწვდის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ინფორმაციას
- გაეცნობი მკურნალობის ღირებულების სრულყოფილ კალკულაციას
- მიიღებ დანიშნულებას