fbpx
დენტალური იმპლანტაცია ნავიგაციური შაბლონის გამოყენებით

დენტალური იმპლანტაცია ნავიგაციური შაბლონის გამოყენებით

დენტალური იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში დაკარგული კბილის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მეთოდია.

დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს ხელოვნური ფესვის ჩანერგვას ყბის ალვეოლურ მორჩში (ყბის ძვალში). თავად იმპლანტი ფესვის იმიტაციაა, რომელიც ძვალში ფიქსირდება და შემდგომ აღსადგენი დეფექტის მიხედვით, მასზე მაგრდება ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი.

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე გულისხმობს წინასწარ დამზადებული ქირურგიული შაბლონით (გაიდით) ძვალში იმპლანტის მოთავსებას, რომლის დროსაც არ არის საჭირო განაკვეთის გაკეთება.

 

რა უპირატესობები გააჩნია ნავიგაციური შაბლონის გამოყენებით დენტალურ იმპლანტაციას?

🔹ოპერაციის მიმდინარეობა განაკვეთისა და ნაკერების დადების გარეშე;

🔹იმპლანტის ჩანერგვის ხდება მაქსიმალური სიზუსტით;

🔹შაბლონი იძლევა იმპლანტის მდებარეობის წინასწარ განსაზღვრას, რომელიც მომავალი კბილისმდებარეობის წინასწარი დაგეგმარების საშუალებას გვაძლევს;

🔹იმპლანტაცია მიმდინარეობს მაქსიმალურად ატრამვულად, ვინაიდან არ ხდება ღრძილის აშრევება, რაც ამცირებს მანიპულაციის ჩატარების დროს.

რამდენ ხანს გრძელდება და რა ეტაპებისგან შედგება დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაციის ჩანერგვის მთელი ოპერაცია 20 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება, თუმცა იმპლანტის ჩანერგამდე პაცინტმა უნდა გაიაროს სავალდებულო დაგეგმარების ეტაპი, რომელიც გულისხმობს 3D კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, რითიც ხორციელება ძვლოვანი ქსოვილების დეტალური დათვალიერება, მოდელირებული კბილ(ებ)ის ციფრული დამუშავება და ზუსტი განსაზღვრა, თუ როგორი ფორმის იმპლანტი უნდა გაკეთდეს.

დაგეგმარების ეტაპის შემდეგ ხდება იმპლანტის ჩანერგვა (მოთავსება). იმპლანტის ჩანერგვა ხდება დაკარგული კბილის ფესვის ადგილას. ამ დროის განმავლობაში პაციენტი ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება.

მესამე ეტაპზე ხდება ინტეგრაცია – ჩანერგვის შემდეგ იმპლანტის ყბის ძვალთან მისახორცებლად საჭიროა 4-5 თვე.

ესთეტიკური საკითხების მოგვარებაში გვეხმარებათ დროებითი პროთეზი.

ბოლო ეტპზე, იმპლანტის ინტეგრაციის შემდგომ ხდება მისი დატვირთვა ორთოპედიული კონსტრუქციით (ხელოვნური გვირგვინები, პროთეზი,ხიდი).

 

Dental Implant Cost In Mumbai India | Tooth Implant Cost in Mumbai India

რა შემთხვევაში არ მიმართავენ ნავიგაციური შაბლონის გამოყენებას?

 ნავიგაციური შაბლონის გამოყენება სასურველია ყოველთვის, გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები როდესაც  კბილები არის საექსტრაქციო, ჩასატარებელია ძვლოვანი პლასტიკა ან გვაქვს კრიტიკულად მცირე ძვლის მოცულობა.

როგორ შევარჩიოთ იმპლანტოლოგი?

იმპლანტოლოგის სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დენტალური იმპლანტით მკურნალობის დროს. მკურნალობის პროცესის დაწყებამდე სასურველია გაეცნოთ იმპლანტოლოგის მკურნალობის მიდგომებს და სავალდებულო პროცედურიებს. სასურველია, თქვენს ღიმილზე ზრუნვა ანდოთ გამოცდილ ექიმს, რომელსაც ნებისმიერი სირთულის იმპლანტაციაზე შეუძლია მუშაობა.

კლინიკა დენტალ ლაინში იმპლანტაციას ატარებს Neobiotech -ის ოფიციალური სამედიცინო კონსულტანტი ქირურგიულ ნაწილში, კლინიკის ხელმძღვანელი, ქირურგი-იმპლანტოლოგი დიმიტრი ხეჩანოვი, რომელსაც დღემდე 4 000 – ზე მეტი იმპლანტი აქვს ჩასმული.

დენტალ ლაინი – თქვენი პირადი სტომატოლოგი