თერაპია

კბილის თერაპიული მკურნალობა გულისხმობს კარიესის (კბილის მაგარი ქსოვილის დაზიანება, დაშლა) და მისი გართულებების – პულპიტის(ნერვის ანთება) და პერიოდონტიტის (კბილის ირგვლივი ქსოვილის ანთება) მკურნალობას.

თერაპიული მკურნალობა მიმდინარეობს ვიზიოგრაფიის სრული კონტროლით, რაც უზრუნველყოფს კბილის სრულყოფილ მკურნალობას, ყოველგვარი გართულებების გარეშე

როგორი უნდა იყოს თანამედროვე მკურნალობა?

რთული არხების მკურნალობისთვის თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება სწრაფი-ენდობუნიკი, რაც მკურნალობის წარმატებულად დასრულების საშუალებას იძლევა
არხების სწორად და ხარისხიანად დაბჯენა დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კბილს ფუნქციას. შერჩეული მბრუნავი ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ არხიდან ქსოვილების სრულფასოვან მოცილებას და არხის სრულყოფილ ფორმირებას სამ განზომილებაში, არხი ხდება კონუსური ფორმის, რაც შემდგომში არხის სრულფასოვანი დაბჟჯენის წინაპირობას ქმნის.

როდესაც ვაწყდებით რთულ და გაუვალ არხებს ხელის ინსტრუმენტებთან ერთად ენდობუნიკის გამოყენება მაქსიმალურ შედეგს გვაძლევს. გაცილებით სრულყოფილი ნიკელტიტანის მბრუნავი ინსტრუმენტები მეტად დრეკადი და მჭრელია ისინი ადვილად ახწევენ ვიწრო და მოხრილ არხებში.

გვირგვინის მთლიანობის აღდგენის შემდეგ კბილს უბრუნდება ფუნქციური და ესთეტიური ღირებულებები.

თერაპევტ-სტომატოლოგთან კონსულტაციაზე:

  • ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
  • საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნის რენტგენოლოგიურ კვლევაზე
  • გაიგებ თქვენი სიმპომების მიზეზს და დიაგნოზს
  • ექიმი მოგაწვდის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ინფორმაციას
  • მიიღებ დანიშნულებას

გახსოვდეს, სტომატოლოგიური მკურნალობის წინ აუცილებელია 6 თვეში ერთხელ ალერგიული სინჯის გაკეთება.

გაეცანი სტატიებს