კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალური პროცედურაა.
ასაკი, კვება, მედიკამენტები, ცვეთა ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რაც თანდათანობით იწვევს კბილების დაზიანებას და სიქათქათის დაკარგვას.
ესთეტიკის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია კბილების ქიმიური, ანუ საოფისე გათეთრება. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი, როცა ტარდება გამოცდილი ექიმის მიერ პროტოკოლის სრული დაცვით.
კბილების გათეთრება წყალბადის ქიმიური, სხივური აგენტებით გააქტიურებას უკავშირდება. გააქტიურების შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის ატომი აღწევს კბილის მაგარ ქსოვილებში ისე, რომ არ აზიანებს მას და წვავს ორგანულ ნაერთებს, შლის კბილის მაგარ ქსოვილებში არსებული პიგმენტების ცილებს. აღნიშნული ცვლილებები ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.
საოფისე გათეთრების დროს, ყოველ 15 წუთში პაციენტი თავად აკვირდება პროცესს და ირჩევს სითეთრის ხარისხს.
პროცედურა გრძელდება მხოლოდ 45 -50 წუთი. ჰიპერმგრძნობელობა არ ვითარდება, შედეგად პროცესი კიდე უფრო სასურველი და მარტივად რომ ვთქვათ, უსაფრთხო, სწრაფი და რაც მთავარია ხელმისაწვდომია.
გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია წელიწადში 2 ჯერ ჩაიტაროთ პროფესიული წმენდა, გამოიყენოთ მაღალი ხარისხის მათეთრებელი კბილის პასტების და დაბალი პროცენტულობის შემცვლელი მათეთრებელი გელი. იმ შემთხვევაში, თუ სახლის პირობებში გათეთრებას ვერ ახერხებთ, სასურველია ყოველი პროფესიული წმენდის შემდეგ ჩაიტაროთ მხოლოდ 15 წუთიანი საოფისე გათეთრება. ეს რჩევა დაგეხმარებათ კიდევ უფრო სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად