fbpx
background

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია
ბავშთა სტომატოლოგია არის კლინიკური სტომატოლოგიის განხრა, რომელიც მოიცავს 18 წლამდე მოზარდის პირის ღრუში არსებული რბილი და მაგარი ქსოვილის დაავადებების პროფილაკტიკას და მართვას. კბილების ამოსვლა იწყება 7 თვიდან და სრულდება 2 წლის ასაკში. ამ დროს პატარას აღენიშნება 20 სარძევე კბილი, ამ თანკბილვას ეწოდება ცვლადი. რა თქმა უნდა ეს ვადები ინდივიდუალურია. 6 წლის ასაკიდან ხდება მე-6 მუდმივი საღეჭი კბილების ამოსვლა , როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბაზე. მოცვლის პროცესი სრულდება 13 წლის ასაკში. სარძევე კბილები განსხვავდება თავისი ჰისტოლოგიური შენებით მუდმივი კბილებისგან. მისი დენტინის მილაკები არის უფრო ფართე და გამტარი, მინანქრის პრიზმები ნაკლებად მჭიდრო განლაგებით გამოირჩევა, რაც განაპირობებს სარძევე კბილებში პათოლოგიური პროცესების ელვისებურ მიმდინარეობას. სარძევე კბილებს, ყველას განურჩევლად აქვს ფესვთა და არხთა სისტემა, რომელიც განიცდის ფიზიოლოგიურ რეზორბციას მუდმივი კბილის ჩანასახის ამოსვლისთანავე. პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად.

რას ემსახურება ბავშთა სტომოტოლოგია?
ახდენს პირის ღრუს პრევენციას, პროფილაკტიკას და სანაციას. ბავშთა ასაკში აღინიშნება როგორც კარიესული, ასევე არაკარიესული დაავადებები, პულპიტი და პერიოდინტიტი. მათი მკურნალობა განსხვავებულია მუდმივი კბილებისგან. ასევე განსხვავებულია მასალები რომელიც გამოიყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში. მათი არჩევანი მრავალფერივანია, ქიმიურად პოლიმერიზებადი მინაინომერული ცემენტებით დაწყებული სხივგამყარებადი მინაიონომერული ცემენტებით დამთავრებული. ასევე განსხვადება არხის საბჟენი მასალაც,ძირითადად გამოიყენბა კალციუმის ფუძეზე დამზადებული სილერები.

გაუტკივარება არის სტომატოლოგიის განუყოფილი ნაწილი, რომელიც ბავშთა სტომატოლოგიაშიც აქტუალურია, ანესთეზია ხდება სხვადასხვა ჯგუფის ანესთეტიკებით.საკმაოდ მოთხოვნადი გახდა მკურნალობა მალხენი აირით. თუ ბავშვი არ ემორჩილება და აქვს მანიპულაციის პანიკური შიში. საერთო ნარკოზის გამოიყენება ბავშთა სტომატოლოგიაში მიზანშეწონილია, თუ უკუჩვენებაა მალხენი აირით მკურნალობა.

სასურველია ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა ბავშვს აწუხებს კბილი თუ არა. დროულად მიღებული კონსულტაცია ახდენს სხვადასხვა დაავადებების პრევენციას, ვინაიდან პირის ღრუ მხოლოდ კბილები არ არის, ის არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველი რგოლი, რომელიც უწყვეტ ჯაჭვად არის დაკავშირებული მთელ ორგანიზმთან.