fbpx
background

ორთოპედია

ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია ემსახურება კბილის ან კბილთა სისტემის ნაწილობრივი, ცალმხრივი ან სრული დეფექტების დროს მოსახსნელი ან მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციებით მკურნალობას, რომელიც ითვალისწინებს ღეჭვის ფუნქციის აღდგენას და ესთეტიური დისკომფორტის გამოსწორებას

რა კონსტრუქციები გამოიყენება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში?

  • მოსახსნელი ნაწილობრივი და სრული პროტეზები
  • ფიქსირებული ერთეული გვირგვინი ან ხიდესებური კონსტრუქცია
  • დარჩენილი ფესვის ტაკვის აღსადგენად ,,ტაკვიანი წკირი”

მკურნალობის რომელი თანამედროვე მეთოდები არსებობს?

  • ელასტიური პროტეზები
  • ცირკონის გამოჩარხული მონოლითური გვირგვინი ან სრული ხიდისებური კონსტრუქცია, ასევე ნანოკომპოზიტური ტაკვიანი წკირი და გვირგვინი
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია დენტალურ იმპლანტებთან კომბინაციაში

რა არის ორთოპედიული ვინირი ?

ორთოპედიული ვინირი თხელი ცირკონის ან კერამიკის ფირფიტაა რომელიც კბილს მჭიდროდ ეკვრის გარეთა ზედაპირზე, იგი სრულად აღადგენს კბილის ფრონტალურ ნაწილს, შესაბამისად ვინირები გამოიყენება:

  • ფერშეცვლილი, ლაქებიანი, შერეული ფერის მქონე კბილებისთვის
  • ზომიერი დიასეთემების ( კბილთაშუა სივრცე) დროს
  • ნაწილობრივ ბჟენით აღდგენილი კბილების დროს

დენტალური ვინირების განსაკუთრებული თვისებები:

  • სწრაფი და ხანგრძლივი ესთეტიკა
  • მარტივი მოსავლელად
  • კბილი რჩება ვიტალური ( ცოცხალი ) მუშავდება მხოლოდ მინანქრის ფენის 0,3 – 0,5 მმ
  • ვინირების დროს გამოყენებული ორთოპედიული მასალების ანატომიური და გეომეტრიული თავისებურებები ხელს უწყობს ბუნებრივი ეფექტის შექმნას
  • მდგრადია მეორადი დეფექტების მიმართ : ფერის შეცვლა, ლაქების წარმოშობა

გაეცანი სტატიებს