fbpx
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც პატარას 6-7 წელი შეუსრულდა

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც პატარას 6-7 წელი შეუსრულდა

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა თანკბილვის ანომალიების რაოდენობამ, პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეული ასაკიდან იწყება და ასაკის ზრდასთან ერთად ეს პროცესი უფრო რთულდება. რაც უფრო ადრეა დაწყებული მკურნალობა (ანუ მანამ, სანამ ყველა მუდმივი კბილი ამოვა), მით უფრო ეფექტური და სტაბილური იქნება.

ადრეული ორთოდონტია სწორედ გულისხმობს მკურნალობას სარძევე თანკბილვის გვიან პერიოდში ან შერეული თანკბილვის დროს.

როგორ ხდება  ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა

ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა იწყება აპარატის შერჩევით, რაც ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე ხდება. გათვალისწინება ხდება არა მარტო თანკბილვის ანომალიიდან გამომდინარე, არამედ იმითაც თუ რა ასაკისაა ბავშვი, როგორია მისი მოტივაცია, რამდენად დისციპლინირებული და დამჯერია იგი.  არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები.  ყველა აპარატს თავისი ფუქცია აქვს. მაგალითად, ზოგი გვეხმარება მავნე ჩვევებთან მრძოლაში. ზოგი აფართოვებს ზედა და ქვედა ყბას და ა.შ.

პატარა ასაკის პაციენტებისთვის 6-7 წლის ასაკში უპირატესობას ვანიჭებთ მოუხსნელ აპარატებს, რომელიც ფიქსირებულია პატარას კბილებზე. ბავშვი მას თავისით ვერ მოიხსნის. გამიზნულად არ ინიშნება პატარა ასაკში მოსახსნელი აპარატები, ყველაფერი რისი მოხსნაც შეიძლება, არ მუშაობს. ასეთ პატარა ასაკში შედეგის მომცემი მხოლოდ მოუხსნელი აპარატებია.

რას ნიშნავს ორთოდონტიული მკურნალობის პირველი და მეორე ფაზა?

გამოყოფენ ორთოდონტიული მკურნალობის 2 ფაზას. პირველი – ადრეული მკურნალობის ფაზაა და 6 წლის ასაკიდან იწყება.  მეორე ფაზის დროს ხდება თანკბილვის ანომალიის კორექცია მუდმივი თანკბილვის დროს, როდესაც ყველა ძირითადი კბილი ამოსულია.

პირველ ფაზაში კორექტირდება ძვლოვანი და კბილოვანი დარღვევები, რომლებსაც მომავალში დამძიმების ტენდენცია გააჩნიათ. ხოლო მეორე ფაზა მოიცავს თანკბილვის საბოლოო დეტალურ კორექციას.

პირველი ფაზის ხანგრძლოვობა 3-6 თვეა. კურნალობის პროცესი არის სრულიად უმტკივნეულო. ბავშვები ძალიან მარტივად ეგუებიან ორთოდონტიულ აპარატებს.

ჩვენს კლინიკაში მკურნალობა რაც შეიძლება მოკლე პერიოდის მანძილზე მიმდინარეობს, რადგან ვიცით რომ ბავშვებს ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. მათ არ უნდა დარჩეთ გონებაში, რომ  მთელი ბაშვობა პირის ღრუში რაღაც აპარატებით გაატარა.

დროულად ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობა ეხმარება პატარას  კბეჩაში, ღეჭვაში, ხელს უწყობს გამართულ მეტყველებას. როდესაც კბილები სწორად ფუნქციონირებს, ისინი ლამაზად გამოიყურებიან. მიმზიდველი ღიმილი ორთოდონტიული მკურნალობის სასიამოვნო გვერდითი მოვლენაა და მას შეიძლება ჰქონდეს ემოციური სარგებელი: თავდაჯერებულობა და თვითშეფასების ამაღლება და გაუმჯობესება, რადგან ორთოდონტიული მკურნალობა კბილებს, ტუჩებსა და სახეს პროპორციულს ხდის. სწორი კბილები ნაკლებად არის მგრძნობიარე კარიესული დაავადბებისადმი, ღრძილების დაავადების და დაზიანებისკენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად კბილებიც გასწორდება, რამდენად სწორია ეს?

სამწუხაროდ, ბავშვის ზრდასთან ერთად კბილები არ გასწორდება. არანამკურნალები ორთოდონტიული პრობლემები გაუარესდება და უფრო რთული გახდება მკურნალობა.

გახსოვდეთ! ხშირად ვუმეორებთ პაციენტებს და მათ მშობლებს, რომ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ თანკბილვის გასწორება არ არის, არამედ ეს არის იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების გამოსწორება როგორიც არის კბეჩა, სუნთქვა, ღეჭვა თუ მეტყველება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას

თქვენი პირადი სტომატოლოგი