თეთრი კბილები საოცნებო ღიმილის წინაპირობაა, რადგან ადამიანებს თავდაჯერებულ ღიმილს სწორედ, რომ კბილების სიქათქათე და ბრწყინვალება განსაზღვრავს. კბილის ფერი არის წარმატების და ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი კბილის ფერის მიღებაში.
კბილების გათეთრების ყველაზე პოპულარული და ეფექტური მეთოდებია საოფისე გათეთრება და გათეთრება სახლის პირობებში. რას გულისხმობს ეს ორი მეთოდი?
საოფისე გათეთრება
საოფისე გათეთრება ანუ გათეთრება Zoom-ის აპარატით, წარმოადგენს გათეთრების თანამედროვე ტექნოლოგიას. პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილის ქსოვილის და გარშემო სტრუქტურების დაზიანებას. პროცედურის მიმდინარეობისას კბილის ემალზე კეთდება მათეთრებელი გელი, რომელზე დანათებითაც LED ნათურის ცივი სხივი ააქტიურებს მას და წარმოქმნის თავისუფალ ჟანგბადს, რაც თავის მხრივ, ქმნის გათეთრების ეფექტს.
რა არის Zoom-ით გათეთრების უპირატესობები?
🔹 არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ანალოგიურ პროცედურებთან შედარებით, ვინაიდან არ ზიანდება კბილის მინანქარი და გარშემო ქსოვილები;
🔹 პროცედურა არის უმტკივნეულო და კომფორტული;
🔹 პროცედურის ხანგრძლივობა (გრძელდება 2 საათი);
🔹 აქვს მაღალი ეფექტი და მდგრადი შედეგი რამდენიმე წლის განმავლობაში;
🔹 შედეგი სახეზეა პროცედურის დასრულებისთანავე.
რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება სასურველი?
პროცედურის ჩატარების ინტენსივობა არის ინდივიდუალური, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელსაც გაძლევთ თქვენი პირადი სტომატოლოგი.
ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით თქვენი შედეგი გასტანს მრავალი წლის განმავლობაში.
გათეთრება სახლის პირობებში
გათეთრება სახლის პირობებში ანუ კაპებით გათეთრება, ასევე არის კბილების გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან.
პროცედურის მიმდინარეობისას ექიმი-სტომატოლოგი თქვენი კბილების ანაბეჭდის მიხედვით ამზადებს “კაპებს”, რომელშიც ისხმება მათეთრებელი სითხე და თქვენი სურვილისამებრ, სახლის პირობებში, არეგულირებთ კბილების ფერს. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად.
რა არის კაპებით გათეთრების უპირატესობები?
🔹 პროცედურის სიმარტივე
🔹 უსაფრთხოება
🔹 კეთდება სახლში, ექიმისგან დამოუკიდებლად
🔹 ხასიათდება ხანგრძლივი ეფექტით
🔹 არის სრულიად უმტკივნეულო
რა არის საჭირო გათეთრების პროცედურამდე?
გათეთრების პროცედურამდე საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს პირის ღრუს პროფესიული წმენდა, რათა კბილები გასუფთავდეს ქვებისგან და პიგმენტური ლაქებისგან. ჰიგიენური წმენდის შემდეგ პაციენტი უკვე მზად არის კბილების გათეთრების პროცედურისთვის.
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული კბილების გათეთრება?
▫️კბილების გათეთრება ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგალითად:
▫️კარიესის დროს (კბილები უნდა იყოს დაბჟენილი);
▫️თუ პაციენტს მომატებული აქვს კბილების მგრძნობელობა;
▫️ ღრძილების ანთების დროს;
▫️ მომატებული ალერგიული ფონის დროს;
▫️ ონკოლოგიური დაავადებებისას;
▫️ ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას;
▫️ ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში;
▫️ 18 წლამდე პირებისთვის.
დენტალ ლაინი – თქვენი პირადი სტომატოლოგი