პაროდონტიტის მკურნალობისთვის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ვექტორის აპარატი.
ვექტორი გერმანული აპარატია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ღრძილების სამკურნალოდ. მისი მოქმედება დამყარებულია ფესვის, პაროდონტალური ჯიბის და კბილის ზედაპირის ულტრაბგერულ დამუშავებაზე. ვექტორის აპარატი საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად მოვაცილოთ ღრძილქვეშა და ღრძილზედა ნადები, დავარღვიოთ ბიოაპკი ატრავმულად, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, რის შემდეგაც სტერილდება მიდამო და სწრაფად ლაგდება ანთება.
ვექტორის აპარატით შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც აღენიშნებათ კბილების და ღრძილების მომატებული მგრძნობელობა. ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება ქირურგიული ჩარევის გარეშე. ვექტორის აპარატი ახანგრძლივებს იმპლანტის ფუნქციონირებას პირის ღრუში.
ვექტორის აპარატის უპირატესობები:
▶ მოწესრიგებული რხევები, რომლის საშუალებითაც იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმე
▶ პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ნადები
▶ ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას
▶ პრიალდება კბილის ზედაპირი
▶ არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს
▶ უმტკივნეულო
📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟎𝟑𝟐 𝟐 𝟕𝟐 𝟏𝟎 𝟖𝟖 / 𝟓𝟗𝟖 𝟕𝟐 𝟏𝟎 𝟖𝟖