fbpx
იმპლანტები თუ ხიდი? – საუკეთესო არჩევანი დაკარგული კბილების აღსადგენად

იმპლანტები თუ ხიდი? – საუკეთესო არჩევანი დაკარგული კბილების აღსადგენად

დაკარგული კბილი არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, არამედ ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევაა. თანამედროვე სტომატოლოგია გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს კბილების აღდგენისთვის, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია კბილის იმპლანტაცია და ხიდი. ორივეს აქვს გარკვეული უპირატესობები და მახასიათებლები. ამ ბლოგში შევადარებთ ამ ორ მეთოდს და დაგეხმარებით, რომ არჩევანი გააკეთოთ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.

რა არის დენტალური ხიდი?

კბილის ხიდი არის პროთეზი, რომელიც გამოიყენება დაკარგული კბილების აღსადგენად და ახლომდებარე კბილებზეა დამაგრებული. იგი მოითხოვს მეზობელი კბილების წინასწარ მომზადებასა და დასამუშავებას, რათა პროთეზი საიმედოდ დამაგრდეს.

ხიდის უპირატესობები:

1. სწრაფი შედეგიხიდის დამზადება და ჩასმა შედარებით ნაკლებ დროშია შესაძლებელი, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფი აღდგენა სურს.

2. ნაკლები ქირურგიული ჩარევა – ხიდის ჩასმა არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს მათთვის, ვინც თავს არიდებს ოპერაციებს.

3. შედარებით დაბალი ფასი – ხიდები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია ფინანსური თვალსაზრისით, ვიდრე იმპლანტაცია.

ხიდის მინუსები:

1. საყრდენი კბილის დაქლიბვა– ხიდის ჩასმა მოითხოვს მეზობელი კბილების დამუშავებას, რაც მათ სტრუქტურულად ასუსტებს.

2. ნაკლები ხანგრძლივობა – ხიდი საშუალოდ 5-10 წელი ძლებს, რის შემდეგაც საჭიროა მისი ჩანაცვლება.

3. ძვლის დაკარგვის რისკი – ხიდი არ აღადგენს ძვალს, სადაც კბილი დაკარგულია, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ატროფია.

რა არის დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაცია არის ქირურგიული პროცესი, რომლის დროსაც კბილის ფესვის მაგივრად პაციენტს უმაგრებენ ტიტანის ან სხვა ბიოლოგიურად თავსებად მასალას, რომელიც აქტიურ კავშირს ამყარებს ყბის ძვალთან. იმპლანტი მოქმედებს როგორც ბუნებრივი კბილის ფესვი, რომელზეც შემდგომ მაგრდება კბილის გვირგვინი ან სხვა საჭირო ორთოპედიული კონსტრუქცია.

იმპლანტის უპირატესობები:

1. გრძელვადიანი გამოსავალი – იმპლანტი ყველაზე ხანგრძლივი და საიმედო მეთოდია, რომელიც 20 წლიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი ძლებს.

2. ბუნებრივი შეგრძნება და ესთეტიკა – იმპლანტი გარეგნობით და ფუნქციონირებით მაქსიმალურად ახლოსაა ბუნებრივ კბილთან.

3. ძვლის ატროფიის პრევენცია – იმპლანტი ასტიმულირებს ყბის ძვალს და ხელს უშლის მის დეგრადაციას, რაც ხშირია კბილის დაკარგვის შემდეგ.

4. მეზობელი კბილების დაცვა იმპლანტი არ საჭიროებს მეზობელი კბილების დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას.

იმპლანტის მინუსები:

1. ქირურგიული პროცესი – იმპლანტაცია მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რაც ზოგიერთ პაციენტში შიშის ან უკუჩვენებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

2. უფრო მაღალი ფასი – იმპლანტები, როგორც წესი, უფრო ძვირია ხიდებთან შედარებით, მაგრამ მათი ხანგრძლივი ეფექტი საბოლოო ჯამში ფინანსურად გამართლებულია.

3. სრულყოფილი შედეგის მისაღწევად დრო – იმპლანტის ჩასმის პროცესი მოითხოვს დროს, რადგან პაციენტს შეიძლება დაელოდოს რამდენიმე თვე, სანამ იმპლანტი სრულად ინტეგრირდება ყბის ძვალთან.

რომელი მეთოდი სჯობს?

არჩევანი ხიდსა და იმპლანტს შორის დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. თუ გჭირდებათ სწრაფი და შედარებით ეკონომიური გადაწყვეტა, ხიდი შესაძლოა იყოს თქვენი არჩევანი. თუმცა, იმპლანტი გთავაზობთ გრძელვადიან და უფრო ბუნებრივ გამოსავალს, რომელიც იცავს თქვენი ყბის ძვალს და მეზობელ კბილებს.

იმპლანტაციას, ხიდთან შედარებით, გრძელვადიანი სარგებელი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია განიხილოთ ორივე მეთოდის პლიუსები და მინუსები პროფესიონალ სტომატოლოგთან ერთად, რათა თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.

კლინიკა დენტალ ლაინში ქირურგ-იმლანტოლოგთან ვიზიტისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 721 088