fbpx
ჯანმრთელი პირის ღრუ ფერად ვიტამინებთან ერთად

ჯანმრთელი პირის ღრუ ფერად ვიტამინებთან ერთად

ადამიანი  საკვებით მოიხმარს სხვადასხვა ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს. დღევანდელი სტატიის თემა იქნება ვიტამინები, რომელი ვიტამინი როგორ გავლენას ახდენს ჩვენს პირის ღრუზე, ზოგადად კბილებზე და ლორწოვანზე.

A ვიტამინი

ეს ვიტამინი საჭიროა კარგი მხედველობისთვის, ასევე ის ნერწყვის ნორმალურ დენას უზრუნველყოფს. ეს კი აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი მიკროფლორის შესანარჩუნებლად – თქვენი ღრძილები აღარ ავადობს და კარგად აფიქსირებს კბილებს.

იმისთვის, რომ A ვიტამინის მარაგი შეივსოთ მიირთვით ისპანახი, სტაფილო, კომბოსტო,  ტკბილი პომიდორი, გარგარი, ზამთრის ხილი და სხვა.

Everything you need to know about Vitamin A – Nature's Way

B ვიტამინი

B ჯგუფის ვიტამინები თავიდან გვაცილებს პირის ღრუს დაავადებებს. თუ ამ ჯგუფის ვიტამინებს იღებთ, არაფერი პრობლემა აღარ გექნებათ ენის, ღრძილების, ლოყის ანთებასთან დაკავშირებით. ჩაამატეთ რაციონში ისპანახი, ნუში და პარკოსნები.

C ვიტამინი

ვიტამინი C მეცნიერების მიერ გამოკვლეული იქნა ჯერ კიდევ მეზღვაურებში. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს დაავადება სურავანდს, რომელიც მკვეთრად აისახება ღრძილებზე, სისხლდენით და შემდეგ კბილების დაკარგვით ხანმოკლე პერიოდში. ვიტამინი C აუცილებელია, რათა ღრძილებმა სათანადოდ შეაკავოს კბილები. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კბილების ცვენას. მიირთვით მეტი ციტრუსი, კომბოსტო და კენკრა.

 D ვიტამინი

ვიტამინი D არამხოლოდ ამაღლებს კბილების მინერალურ სიმკვრივეს, არამედ კალციუმის უკეთ ათვისებაში ეხმარება. D ვიტამინის გარეშე კალციუმი უსარგებლოა. D ვიტამინის მიღება მზის ზემოქმედებით შეიძლება ან შეიძინეთ კაფსულები აფთიაქში. როგორც ხედავთ, კბილებისთვის მხოლოდ კალციუმი არ არის საკმარისი. ჩართეთ რაციონში სხვადასხვა ვიტამინის ბალანსირებული ნორმა, რათა კბილები იყოს მაგარი და გამძლე. D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: რძე, კვერცხი, რძის პროდუქტები, სოკო და სხვა.