fbpx
მარტივად კბილების საოფისე გათეთრებაზე

მარტივად კბილების საოფისე გათეთრებაზე

ასაკი, კვება, მედიკამენტები, ცვეთა ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რაც თანდათანობით იწვევს კბილების დაზიანებას და სიქათქათის დაკარგვას.

ესთეტიკის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია კბილების ქიმიური, ანუ საოფისე გათეთრება. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებით თუ კი ტარდება გამოცდილი ექიმის მიერ პროტოკოლის სრული დაცვით.

კბილების გათეთრება წყალბადის ქიმიური, სხივური აგენტებით გააქტიურებას უკავშირდება. გააქტიურების შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის ატომი აღწევს კბილის მაგარ ქსოვილებში ისე, რომ არ აზიანებს მას და წვავს ორგანულ ნაერთებს, შლის კბილის მაგარ ქსოვილებში არსებული პიგმენტების ცილებს. აღნიშნული ცვლილებები ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.

მე, როგორც ექიმი, უპირატესობას საოფისე გათეთრებას ვანიჭებ , რადგან ვაკონტროლებ დროს , მასალის პროცენტულობას ,სიტუაციას და მხოლოდ საოფისე გათეთრების შემდგომ, შედეგის გამატკიცებლად, ვურჩევ პაცინტს სახლის პირობებში დაბალ % შემცვლელი მათეთრებელი გელების გამოყენებას.

საოფისე გათეთრების დროს, ყოველ 15 წუთში ვაკვირედებით პროცესს და პაციენტს თავადაც შეუძლია აკონტროლოს მიღებული შედეგი და აირჩიოს სითეთრის ხარისხი.

პროცედურა გრძელდება მხოლოდ 45 -50 წუთი. ჰიპერმგრძნობელობა არ ვითარდება, რაც პროცესეს კიდე უფრო სასიამოვნოს, უსაფრთხოს და რაც მთავარია ხელმისაწვდომს ხდის.

გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია წელიწადში 2 ჯერ ჩაიტაროთ პროფესიული წმენდა, გამოიყენოთ მაღალი ხარისხის კბილის პასტების და დაბალი პროცენტულობის შემცვლელი მათეთრებელი გელი. იმ შემთხვევაში, თუ სახლის პირობებში გათეთრებას ვერ ახერხებთ, სასურველია ყოველი პროფესიული წმენდის შემდეგ ჩაიტაროთ მხოლოდ 15 წუთიანი საოფისე გათეთრება. ეს რჩევა დაგეხმარებათ კიდევ უფრო სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად

გისურვებთ ბედნიერებას
თქვენი პირადი სტომატოლოგი