როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ ორთოდონტიული მინი იმპლანტი ეს მცირე ზომის ვინტია, ორთოდონტები მათ კბილების სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებაში ვიყენებთ.
ახლა უფრო გავშალოთ ეს თემა და პაციენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მინი იმპლანტებთან დაკავშირებით არის შემდეგი:
როგორ ხდება მინი იმპლანტის ჩასმა?
პირველ რიგში გვჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია CBCT ეს არის 3 განზომილებიანი გამოსახულება, რის მიხედვითაც ვაფასებთ ძვლის სისქეს, სიგანეს, სად გვჭირდება მინი იმპლანტის მოთავსება, რამდენად შესაძლებელია მისი სასურველ ადგილას მოთავსება და სხვა დეტალებს ვგეგმავთ.
მტკივნეულია თუ არა მინი იმპლანტის ჩასმა?
იმისთვის, რომ პროცედურა პაციენტისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო და კომფორტული იყოს კეთდება ღრძილში ადგილობრივი ანესთეზია, რისი დახმარებითაც ტკივილის შეგრძნება მინიმალურია.
როგორ ხდება მინი იმპლანტის ძვალში მოთავსება?
მინი იმპლანტი თავსდება ძვალში სპეციალური სახრახნისით, ყველანაირი განაკვეთის და სისხლის გარეშე, მარტივად, დაახლოებით 5 წუთში.
სჭირდება თუ არა მინი იმპლანტებს შეხორცება ძვალში?
მინი იმპლანტის ჩასმის შემდეგ ექიმი ორთოდონტი ამოწმებს მის სტაბილურობას და დაყოვნებლივ რთავს მას მკურნალობაში, ახდენს მის დატვირთვას. შემდეგი ეტაპია რეკომენდაციების გაცემა პაციენტს ვუხსნით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ვიძლევით რეკომენდაციებს მინი იმპლანტის მოვლასთან დაკავშირებით.
ეს იყო სტატია ნაწილი მეორე ორთოდონტიულ მინი იმპლანტებთან დაკავშირებით, შემდეგ მესამე ნაწილში ჩვენ გესაუბრებით მინი იმპლანტების ჩვენებებზე, როდის გვჭირდება მათი გამოყენება? ვისაუბრებთ მათ უპირატესობებზე, რაც არაერთი აქვს. და ბოლოს განვიხილავთ მათ ნაირსახეობებს.