ღიმილი ხშირად ის პირველი რამაა, რასაც ადამიანები ერთმანეთში ამჩნევენ. როცა წინა კბილებს შორის დიდი სივრცეებია, ბევრი ინტერესდება — ეს ნორმალურია თუ პრობლემა?
დიასთემა ეწოდება კბილებს შორის არსებულ სიცარიელეს, რომელიც ძირითადად წინა კბილებს შორის გვხვდება. ზოგჯერ ეს უბრალოდ ინდივიდუალური თავისებურებაა, მაგრამ შესაძლებელია იყოს სიგნალი იმისა, რომ საჭიროა ორთოდონტთან ვიზიტი.
დიასთემის გაჩენის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს:
კბილების და ყბის ზომის შეუსაბამობა — როცა კბილები პატარაა, ხოლო ყბა ფართო, კბილებს შორის შუალედები ჩნდება.
დაკარგული ან გაუმართული კბილები — მაგალითად, თუ ბავშობაში სარძევე კბილი ნაადრევად ამოიღეს და ახალი არ ამოვიდა.
ღრძილზე გადმოსული ლაგამი — ზედა ტუჩისა და ღრძილის დამაკავშირებელი ქსოვილი (ფრენულუმი) ზოგჯერ უშუალოდ გავლენას ახდენს კბილების განლაგებაზე.
ბავშვობის ჩვევები — მაგალითად, ხშირი თითის წოვა, მატყუარას (სოსკა) ხანგრძლივი გამოყენება, თითების კვნეტა და სხვა მავნე ჩვევები.
ყოველთვის არა.
ზოგჯერ ეს მხოლოდ ვიზუალური თავისებურებაა და მკურნალობა მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ტარდება.
თუმცა, თუ დიასთემა იწვევს ღეჭვის ან მეტყველების სირთულეს, ხელს უშლის კბილების სწორად გაწმენდას ან იწვევს დისკომფორტს — აუცილებელია ორთოდონტთან კონსულტაცია.
დიასთემის მკურნალობა სხვადასხვა გზით შეიძლება, რაც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული:
ბრეკეტები ან გამჭვირვალე კაპები (ელაინერები) — ეს მეთოდები თანდათან ამცირებენ სივრცეს და ანაწილებენ კბილებს სწორად.
ვინირები — წინა კბილებზე ვინირების მეშვეობით შესაძლებელია შუალედის (სივრცის) დაფარვა და ღიმილის გაუმჯობესება.
ქირურგიული ჩარევა — თუ დიასთემის მიზეზი ღრძილის ლაგამია, შესაძლებელია მისი კორექცია მცირე ოპერაციით.
თუ კბილებს შორის სივრცეები გიქმნით ესთეტიკურ ან ფუნქციურ დისკომფორტს, უმჯობესია, ორთოდონტთან ვიზიტი არ გადადოთ.