დენტალური იმპლანტაცია დღეს დაკარგული კბილის აღდგენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გრძელვადიან გადაწყვეტად ითვლება. თუმცა პაციენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ასეთია: რა ღირს დენტალური იმპლანტაცია? რა განსაზღვრავს მის ფასს?
ამ სტატიაში მარტივი ენით აგიხსნით, რა ფაქტორები განსაზღვრავს დენტალური იმპლანტაციის ღირებულებას და რატომ არ არსებობს ერთი ფიქსირებული ფასი ყველა პაციენტისთვის.
დენტალური იმპლანტი არის ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური ფესვი, რომელიც ყბის ძვალში თავსდება დაკარგული კბილის ადგილზე. იმპლანტზე შემდეგ მაგრდება აბატმენტი და გვირგვინი, რის შედეგადაც მიღებული კბილი ვიზუალურად და ფუნქციურად ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს.
სწორად ჩატარებული იმპლანტაცია:
აღადგენს ღეჭვის ფუნქციას
იცავს ყბის ძვალს დაშლისგან
აუმჯობესებს ღიმილსა და თავდაჯერებას
წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას ჯანმრთელობაში
დენტალ ლაინში იმპლანტის ფასი იწყება 800 ლარიდან და მერყეობს 2000 ლარამდე.
ფასის დიაპაზონი დამოკიდებულია:
იმპლანტის ბრენდზე
მწარმოებელ ქვეყანაზე
სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს იმპლანტის ხარისხს, გამძლეობას და გრძელვადიან შედეგს.
დენტალური იმპლანტის ფასი ერთნაირი არ არის ყველა შემთხვევაში, რადგან ის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის იმპლანტის ბრენდი. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია პრემიუმ, საშუალო და ბიუჯეტური სეგმენტის იმპლანტები. მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სერტიფიცირებული ბრენდები, როგორც წესი, უფრო ძვირია, თუმცა ისინი გამოირჩევა უკეთესი შეხორცებით, მაღალი სტაბილურობით და ხანგრძლივი ექსპლუატაციით. სწორედ ამიტომ, ასეთი იმპლანტები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო საიმედო არჩევანია.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმპლანტის წარმოებული ქვეყანაც. იმპლანტები იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, გერმანიაში, კორეასა და სხვა ქვეყნებში. წარმოების სტანდარტები, გამოყენებული ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის დონე პირდაპირ აისახება როგორც იმპლანტის ფასზე, ისე მის ხარისხსა და გამძლეობაზე.
ფასის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს კლინიკური შემთხვევის სირთულეც. ზოგიერთ პაციენტთან იმპლანტაციის ჩატარებამდე შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პროცედურები, როგორიცაა ძვლის პლასტიკა, სინუს ლიფტინგი ან ანთებითი პროცესების მკურნალობა. ასეთი შემთხვევები ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს და საბოლოო ღირებულებაც სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით დგინდება.
დენტალური იმპლანტაცია მხოლოდ დაკარგული კბილის აღდგენა არ არის — ეს არის ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე მრავალი წლის განმავლობაში. ძალიან დაბალი ფასი ხშირად დაკავშირებულია დაბალი ხარისხის მასალებთან, ნაკლებ გამოცდილებასთან ან გართულებების გაზრდილ რისკთან. ასეთ შემთხვევებში იმპლანტის სიცოცხლისუნარიანობაც მნიშვნელოვნად მცირდება.
ხარისხიანი იმპლანტაცია კი, სწორად დაგეგმვისა და მოვლის შემთხვევაში, ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს შედეგს და პაციენტს აძლევს სტაბილურობას, კომფორტსა და თავდაჯერებულ ღიმილს.
დენტალ ლაინში იმპლანტაცია თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით იგეგმება. პროცესი იწყება კონსულტაციითა და დეტალური დიაგნოსტიკით, რის შემდეგაც მზადდება მკურნალობის გეგმა, ხდება შესაბამისი იმპლანტის შერჩევა და მკურნალობის ღირებულების წინასწარ განისაზღვრა. პროცედურა ტარდება თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ბუნებრივ და ხანგრძლივ შედეგს.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 032 272 10 88 | +995 598 72 10 88
📍 მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ. #63, თბილისი