ბავშვებში თანკბილვის პრობლემები ინდივიდუალურია. თანკბილვა დარღვეულია ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირის დახურვისას ზედა და ქვედა ყბის კბილების ბორცვების შეხების კონტაქტები არასწორია.
ანომალიური თანკბილვის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა გენეტიკურ ფაქტორს ენიჭება, რადგან ყბების და კბილების თავისებურებები მშობლისგან გადაეცემა ბავშვს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატარებში მავნე ჩვევების არსებობა, რაც ასევე ხელს უწყობს ანომალიური თანკბილვის ჩამოყალიბებას. მაგალითად, როგორიც არის თითის წოვა, სხვადასხვა საგნების წოვა, საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება, პირით სუნთქვა, ენის არასწორი მდებარეობა როგორც მეტყველების დროს, ასევე ნერწყვის ან საკვების ყლაპვისას.
კიდევ უნდა გამოვყო ერთ-ერთი ფაქტორი, როგორიცაა სარძწვე კბილების ნაადრევი დაკარგვა – არასათანადო პირის ღრუს ჰიგიენის გამო. სარძევე კბილებს ისეთივე მოვლა და მოფრთხილება სჭირდებათ, როგორც მუდმივ კბილებს. დაზიანებული და ნაადრევად ამოღებული სარძევე კბილები ხელს უშლიან თანკბილვის სწორ ჩამოყალიბებას, რასაც შემდეგი გართულებები მოსდევს თან.
თუ შენიშნავთ, რომ თქვენს პატარას აქვს მსგავსი პრობლემა აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ორთოდონტს. 5-6 წლის ასაკიდან შესაძლებელია ანომალიების უმეტეს ნაწილს ვუმკურნალოთ და თავიდან ავირიდოთ ზრდასრულ ასაკში გართულებები.