fbpx
რა უნდა ვიცოდეთ ბრეკეტებით მკურნალობის დაწყებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ ბრეკეტებით მკურნალობის დაწყებამდე?

რა არის ბრეკეტი?

ბრეკეტი არის მოწყობილობა, რომელიც მაგრდება კბილის ზედაპირზე. მისი დახმარებით გადაადგილდება კბილები და სწორდება თანკბილვა.

ბრეკეტების ძირითადი დანიშნულება არის:

  • ⭕️ თანკბილვის მოწესრიგება
  • ⭕️ თანკბილვის ფუნქციური სიჯანსაღე
  • ⭕️ კბეჩა, ღეჭვა, ყლაპვის გაუმჯობესება
  • ⭕️ პაროდონტის (კბილების გარშემო ქლოვილების) გაჯანსაღება
  • ⭕️კბილების დგომის და პირის ღრუს გალამაზება

 

რა ასაკიდან შეიძლება ბრეკეტებით მკურნალობის დაწყება?

ბრეკეტებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია 10-14 წლის ასაკიდან, ხოლო რიგ შემთხვევებში 7 წლის ასაკიდანაც შეიძლება წინა ოთხ საჭრელზე და მექვსე მოლარებზე ბრეკეტის დამაგრება და მათი გასწორება.

თანამედროვე ორთოდონტიულ მკურნალობაში ასაკობრივი ზღვარი აღარ არსებობს. თუმცა მოზრდილ პაციენტებთან უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია:

  • ⭕️ ჯანმრთელი პაროდონტის ქსოვილი
  • ⭕️ არ იყოს პროცესები კბილის ფესვზე
  • ⭕️ იყოს ძვლის ოპტიმალური რესურსი.

 

როგორ უნდა შეარჩიოთ ორთოდონტი?

მკურნალობის დაწყებამდე ორთოდონტის სწორად შერჩევა აუცილებელი პროცედურაა. ხოლო ორთოდონტის შესარჩევად საჭიროა გაეცნოთ ექიმს მკურნალობის მიდგომებს და პროცედურიებს.

  • ⭕️ რეკომენდირებულია, რომ მკურნალობის დაგეგმვა მოხდეს სრული დიაგნოსტიკის და გამოკვლევების შემდეგ
  • ⭕️ ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ ფოტოდიაგნოსტიკა
  • ⭕️ გადაგიღოთ სახისა და პირის ღრუს ფოტოები
  • ⭕️ აგიღოთ ანაბეჭდები და დაამზადოს თქვენი თანკბილვის მოდელი
  • ⭕️ ჩაგიტაროთ რენტგენოლოგიურ კვლევები – პანორამული რენტგენოგრაფია და ტელერენტგენოგრამა
  • ⭕️ საჭიროების შემთხვევაში 3D კომპიუტერული ტომოგრაფია

 

რა უნდა მოწესრიგდეს პირის ღრუში ბრეკეტებით მკურნალობის დაწყებამდე?

იქამდე, სანამ მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელი პირობაა პირის ღრუს მოწესრიგება. ამისათვის საჭიროა კბილების პროფესიონალური წმენდა, ასევე საჭიროებისამებრ, კბილების, კარიესის, არხების თუ სხვა აუცილებელობის მკურნალობა.

გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე ფასდება პაროდონტის ქსოვილის მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჯერ ტარდება პაროდონტოლოგიური მკურნალობა და ბოლოს ერთვება ორთოდონტი.

 

რა ხანგრძლივობისაა ბრეკეტებით მკურნალობა?

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ სისტემით 1.5 წლიდან – 2 წლამდე  გრძელდება. თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია,  თანკბილვის სირთულესა და  პაციენტის მოწესრიგებულობაზე, რაც  გულისხმობს ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვასა და რეგულარულ ვიზიტს მკურნალ ორთოდონტთან.