fbpx
რატომ არის საჭირო ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე სადიაგნოსტიკო რენტგენოგრაფიის ჩატარება?

რატომ არის საჭირო ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე სადიაგნოსტიკო რენტგენოგრაფიის ჩატარება?

ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია  თანკბილვის ანომალიის შესახებ. ჩვენების მიხედვით პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ყველა საჭირო რენტგენოგრაფიული კვლევა, როგორიც არის ორთოპანტომოგრამა  (პანორამა), ტელერენტგენოგრამა გვერდით პროექციაში, ტელერენტგენოგრამა პირდაპირ პროექციაში, კომპიუტერული ტომოგრაფია, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენი პირის ღია და დახურულ მდგომარეობაში. ყველა ჩამოთვლილი რენტგენოლოგიური კვლევა ექიმ-ორთოდონტს ეხმარება, რომ სწორად დასვას დიაგნოზი და შეადგინოს მკურნალობის გეგმა.

ორთოპანტომოგრამა, იგივე პანორამა საშუალებას იძლევა, სტომატოლოგმა ერთდროულად დაათვალიეროს და შეაფასოს ზედა და ქვედა ყბის კბილების გვირგვინები, ფესვები და ძვლოვანი ქსოვილი.

ტელერენდგენოგრამა იძლევა თავის ქალას და სახის გამოსახულებას გვერდით პროექციაში, რომელიც იზომება, ითვლება კუთხეები და მანძილები წერტილებს შორის. ამ კვლევას ცეფალომეტრია ეწოდება. ცეფალომეტრიული კვლევა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ კბილების თანაფარდობა ყბებთან, ყბების შეთანასოვნება თავის ქალას სხვა ძვლებთან, ყბების ზომები და მათი შეთანასოვნება ერთმანეთთან, ასე ყბების ზრდის ტიპი.

თანამედროვე სტომატოლოგიაში ორთოდონტიული მკურნალობის სრულფასოვანი დაგეგმარება ცეფალომეტრიული ანალიზის და ორთოპანტომოგრამის გარეშე წარმოუდგენელია.

3D კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ, როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი.  კომპიუტერული ტომოგრაფია არ იძლევა ცდომილებას და მისი სიზუსტე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ყველა დეტალი, კბილის ფესვებისა და არხების აგებულების თავისებურებანი, სწორად განვსაზღვროთ ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა.  3D კომპიუტერული ტომოგრაფია ეხმარება ექიმს მეტი სიზუსტით მუშაობაში.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენის მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში და სახსარში არსებული სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა.