fbpx
რატომ მუქდება კბილები?

რატომ მუქდება კბილები?

კბილების დაზიანება და სიქათქათის დაკარგვა თანამედროვე ცხოვრების არც თუ ისე გასაკვირი მოვლენაა. არაჯანსაღი კვება, ქიმიური ნივთიერებების მიღება, სტომატოლოგთან მისვლისგან თავის შეკავება, არასწორად შერჩეული კბილის პასტა და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს თქვენი კბილების დაზიანების მიზეზი.

პირველი რასაც ჰკითხავთ, ალბათ, ჯერ საკუთარ თავს და შემდგომ თქვენს მკურნალ ექიმს , რატომ იცვლება კბილის ფერი?

როგორც წესი, ჩემი პაცინტების ისტორია იწყება მოსალმების შემდგომ ამ წინადებით , იცით რა თეთრი კბილები მქონდა…..

ახლა კი მოგიყვებით კბილების სიქათქათის დაკარგვის მიზეზებზე:

ასაკი – არსებობს პირდაპირი კავშირი კბილის დაფერვასა და ასაკს შორის. წლების განმავლობაში კბილები მუქდება ნადების დაგროვებისა და ცვეთის შედეგად. 40 წლის ზემოთ პაციენტებში სიყვითლეს ემატება ყავისფერი. შესაბამისად, გათეთრებისთვის გაცილებით მეტი დროა საჭირო. დაახლოებით 50 წლისთვის კბილებზე ჩნდება ღმად ჩამჯდარი ლაქები, რომელთა გათეთრება კიდევ უფრო მეტ პროცედურასა და ძალისხმევას მოითხოვს.

კვება – წითელი ღვინო, ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, სტაფილო, ფორთოხალი და სხვა მკვეთრი ფერის საკვების ხშირი მოხმარება იწვევს კბილების დაფერვას. მჟავე საკვების ხშირი მოხმარება (ციტრუსები, ძმარი) იწვევს კბილის მინანქრის ეროზიას, რადგანც ხდება მინანქრის გათხელება და დენტინის ყვითელი ფერი მეტად შესამჩნევია.
თამბაქოს მოხმარება ნიკოტინი კბილის მინანქარზე ტოვებს ნალექს, რომელსაც კბილის სტრუქტურა იწოვს და ტოვებს შინაგან შეფერილობას.

მედიკამენტები – ტეტრაციკლინის შემცვლელი პრეპარატების მიღება კბილების ფორმირების დროს კბილებზე იწვევს მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი ზოლების ლაქების სახით გაჩენას, რომელიც ძალიან რთული მოსაცილებელია. ფტორის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს ფლუოროზს, რომელიც გამოიხატება კბილებზე მკვეთრი თეთრი ზოლებით.

ცვეთა – ცვეთის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის სტრესი, რომელიც გამოიხატება კბილების კრაჭუნით (ბრუქსიზმით). შედეგად, წარმოიქმნება კბილებზე მიკრო ბზარები. შესაბამისად, ნაცვეთი ზედაპირების შეფერილობა შედარებით მუქი ხდება.

კბილების სითეთრის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კბილების ქიმიური გათეთრება. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებით თუ კი ტარდება გამოცდილი ექიმის მიერ პროტოკოლის სრული დაცვით.

გისურვებთ ბედნიერებას

თქვენი პირადი სტომატოლოგი