ორთოდონტია სტომატოლოგიის ის დარგია, რომელიც ასწორებს არასწორად განლაგებულ კბილებსა და ყბებს. არსებობს ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტიული მკურნალობა. მთავარი თემა ამჯერად ადრეული ორთოდონტიული მკურნალობის დაწყების ასაკი და მისი მნიშვნელობა არის.
ხშირად არასწორი თანკბილვა გენეტიკურად არის განპირობებული, თუმცა ასევე ძალიან ხშირად გვხვდება “შეძენილი” ორთოდონტიული პრობლემა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ისეთი ფაქტორების შედეგად როგორიცაა:
– ცერის ან თითების წოვა – პირით სუნთქვა, სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადება, პათოლოგიური ყლაპვა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, სარძევე კბილების ადრეული და/ან გვიან დაკარგვა, ტრავმა და არასწორი კვება. ზოგჯერ მემკვიდრეობით მიღებული ორთოდონტიული პრობლემა გართულებულია შეძენილი პრობლემით. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ორთოდონტიას შეუძლია წარმატებით უმკურნალოს უმეტეს შემთხვევებს.
სარძევე თანკბილვის გვიან პერიოდში ან შერეული თანკბილვის დროს, ორთოდონტიული მკურნალობა წარმოადგენს სწორედ ადრეულ ორთოდონტიულ მკურნალობას.
პასუხი ასეთია: ადრეული მკურნალობის შედეგები ბევრად სტაბილურია! ძალიან შემცირებულია რეციდივის არსებობის შანსი. რაც უფრო ადრეა დაწყებული მკურნალობა მით უფრო სტაბილურია შედეგები.
6-7 წლიდან შესაძლებელია მკურნალობის დაწყება. თანკბილვის ანომალიების რაოდენობამ ძალიან იმატა. პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეული ასაკიდანვე იწყება, რაც უფრო იზრდება პატარა, მით უფრო მძიმდება ეს პათოლოგიები. ხშირად ეს ყველაფერი მშობლისთვის შესამჩნევი ხდება მაშინ, როდესაც უკვე რთულ ფორმაშია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 6-7 წლის ასაკში ორთოდონტის კონსულტაცია, რათა მშობელს არაფერი გამორჩეს.
ადრეული ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია შერეული თანკბილვის დროს ანუ, როდესაც პირის ღრუში გვაქვს როგორც სარძევე აგრეთვე მუდმივი კბილები, მინიმუმამდე დავიყვანოთ ძვლოვანი, კუნთოვანი და ყბა კბილთა დარღვევები.
შევუქმნათ მშობლებს სწორი წარმოდგენა ადრეულ ორთოდონტიულ მკურნალობაზე
ორთოდონტიული მკურნალობა გაცილებით მეტს ითვალისწინებს, ვიდრე მხოლოდ ესთეტიური მხარე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორი მკურნალობის შედეგი სწორედ გაუმჯობესებული გარეგნობაა, რაც ყველაზე აშკარა შედეგია. კბილებისა და ყბების გასწორებას თან ახლავს მთელი რიგი ფუნქციების გაუმჯობესება. კერძოდ: კბეჩა, სუნთქვა, ღეჭვა, მეტყველება, ღიმილი კი დამატებითი ბონუსია, რაც ამ სიკეთეებს მოჰყვება. ორთოდონტიული მკურნალობა უფრო დიდ როლს ასრულებს ჯანმრთელობის დაცვაში, ვიდრე ეს რეალურად არის საზოგადოებაში გააზრებული.
გისურვებთ ბედნიერებას
თქვენი პირადი სტომატოლოგი