დენტალური იმპლანტაცია დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მოთხოვნად მეთოდად ითვლება დაკარგული კბილების აღსადგენად. თუმცა, იმპლანტის შერჩევისას პაციენტები ხშირად აწყდებიან მთავარ კითხვას – რომელია საუკეთესო იმპლანტი?
რეალურად, საუკეთესო იმპლანტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: ექიმის გამოცდილებაზე, გამოყენებულ საიმპლანტაციო სისტემაზე და პაციენტის საჭიროებებზე.
იმპლანტი არ არის მხოლოდ ლითონის კონსტრუქცია (შროდი), ის კომპლექსური სისტემა და ტექნოლოგიაა, რომელიც უნდა ინტეგრირდეს ძვალში და შექმნას მყარი საფუძველი პროთეზისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ იმპლანტი იყოს ბიოშეთავსებადი, ჰქონდეს მაღალი ოსტეოინტეგრაციის მაჩვენებელი და გარანტირებული ხარისხი.
Dental Line-ში იმპლანტების შერჩევა ხდება ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე – ექიმი აფასებს ძვლის მოცულობას, ღრძილების მდგომარეობას და გეგმავს ოპერაციას ციფრული 3D სურათების დახმარებით.
კლინიკაში წარმოდგენილია წამყვანი გლობალური ბრენდები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებისთვისაა გათვლილი:
NeoBiotech (კორეა) – მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი იმპლანტი, რომელიც გამოირჩევა ზუსტი მორგებით და სწრაფი შეხორცების უნარით.
(ფასი იწყება 800 ლარიდან)
MIS, OSSTEM, SGS – სანდო და კლინიკურად გამოცდილი სისტემები, რომლებიც იდეალურია სტანდარტული კლინიკური შემთხვევებისთვის.
Camlog და Shulz (გერმანია) – მაღალი სიზუსტის იმპლანტები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ესთეტიკური ზონის აღსადგენად.
Straumann (შვეიცარია) – პრემიუმ კლასის იმპლანტი, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიით, მრავალწლიანი გარანტიით და მაქსიმალური ბიოშეთავსებადობით.
(ფასი მერყეობს დაახლოებით 2000 ლარამდე)

დენტალ ლაინში იმპლანტაცია ტარდება თანამედროვე ქირურგიული გაიდის სისტემით, რაც ნიშნავს ციფრულად დაგეგმილ ოპერაციას მაქსიმალური სიზუსტით.
პროცესს ხელმძღვანელობს ქირურგ-იმპლანტოლოგი დიმიტრი ხეჩანოვი, რომელსაც 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, ხოლო იმპლანტოლოგიაში 12 წელზე მეტი ხნის პრაქტიკა.
თუ ფიქრობთ იმპლანტაციაზე, გახსოვდეთ, მთავარი არის არა მხოლოდ იმპლანტის ბრენდი, არამედ მნიშვნელოვანია ექიმის პროფესიონალიზმი, დაგეგმვის სიზუსტე და პაციენტზე მორგებული მიდგომა.
დენტალ ლაინში თქვენ მიიღებთ ზუსტად ამ სამის შერწყმას – სანდო იმპლანტს, გამოცდილი პროფესიონალთა გუნდს და გრძელვადიან შედეგს.
გსურთ გაიაროთ იმპლანტოლოგთან კონსულტაცია? მაშინ:
📞 დაგვიკავშირდით: 032 272 10 88 / +995 598 72 10 88
📍 ვ. გორგასლის 63, თბილისი