fbpx
ნაბიჯ-ნაბიჯ | როგორ მიმდინარეობს დენტალური იმპლანტაციის პროცედურა?

ნაბიჯ-ნაბიჯ | როგორ მიმდინარეობს დენტალური იმპლანტაციის პროცედურა?

იმპლანტაცია სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდია კბილების აღსადგენად. თუმცა, ბევრისთვის ეს პროცედურა ჯერ კიდევ უცნობია და ზოგჯერ უცნაურ შიშებთანაც ასოცირდება. სინამდვილეში იმპლანტაციის პროცესი სრულიად მართვადი და უმეტესად უმტკივნეულოა – მთავარია იცოდე, რას უნდა ელოდო.

გთავაზობთ დეტალურ აღწერას თუ როგორ მიმდინარეობს დენტალური იმპლანტაციის პროცესი ეტაპობრივად:

ნაბიჯი #1 | პირველადი კონსულტაცია და დიაგნოსტიკა

პროცესი იწყება კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციით. ექიმი აფასებს პაციენტის ზოგად ჯანმრთელობასა და პირის ღრუს მდგომარეობას. ტარდება 3D კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რომელიც ზუსტად აჩვენებს ძვლის მოცულობასა და იმპლანტისთვის განკუთვნილ სივრცეს.

ნაბიჯი #2 | მკურნალობის გეგმის შედგენა

დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე ექიმი ადგენს ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას. იგეგმება იმპლანტის რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში — ძვლის მოცულობის აღდგენა და განისაზღვრება დროებითი და მუდმივი ეტაპების თანმიმდევრობა.

ნაბიჯი #3 | იმპლანტის გადანერგვა (ქირურგიული ეტაპი)

იმპლანტაციის პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, შესაბამისად ოპერაციის პერიოდი პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა.
ქირურგი ამზადებს შესაბამის ღრუს და ათავსებს ტიტანისგან დამზადებულ იმპლანტს, რომელიც კბილის ფესვის როლს ითავსებს.

 ნაბიჯი #4 | შეხორცების პერიოდი (ოსტეოინტეგრაცია)

იმპლანტის ჩანერგვის შემდეგ საჭიროა 2-დან 6 თვემდე პერიოდი, რათა მოხდეს ტიტანის იმპლანტის ძვალთან შეერწყმა.
ამ ეტაპზე, საჭიროების მიხედვით, პაციენტს შესაძლოა დროებითი გვირგვინის დამაგრება, რომელიც ნაწილობრივ ასრულებს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ დანიშნულებას.

ნაბიჯი #5 | ორთოპედიული ეტაპი – მუდმივი გვირგვინის მორგება

მას შემდეგ, რაც იმპლანტი სრულად ინტეგრირდება ძვალთან, იწყება საბოლოო ეტაპი — გვირგვინის დამზადება და ფიქსაცია.
გვირგვინი მზადდება პაციენტის ინდივიდუალური ანატომიური მახასიათებლების მიხედვით და შესაბამისად ის ბუნებრივად ერწყმის დანარჩენ კბილებს ფერითა და ფორმით.

ნაბიჯი #6 | შემდგომი მოვლა და მონიტორინგი

იმპლანტს, ისევე როგორც ბუნებრივ კბილებს, სჭირდება რეგულარული ჰიგიენა და პერიოდული კონტროლი (ჩექაფი), ექიმ-სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ ვიზიტი.
ექიმის რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყოფს იმპლანტის ხანგრძლივობას და ჯანმრთელი ღიმილის შენარჩუნებას.

რატომ უნდა მიმართოთ დენტალურ იმპლანტაციას?

✅ იმპლანტი აღადგენს კბილის ბუნებრივ ფუნქციასა და ესთეტიკას
✅ არ აზიანებს მეზობელ კბილებს (როგორც ხიდის შემთხვევაში)
✅ უზრუნველყოფს გრძელვადიან, მყარ შედეგს
✅ გიბრუნებთ თავდაჯერებულ ღიმილს

📍 მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ. 63
📞 დაგვიკავშირდით: 032 272 10 88 / +995 598 72 10 88

დაიბრუნეთ ბუნებრივი ღიმილი პროფესიონალებთან ერთად.