fbpx
რა არის დენტალური იმპლანტაცია და რას უნდა ველოდოთ?

რა არის დენტალური იმპლანტაცია და რას უნდა ველოდოთ?

დენტალური იმპლანტაცია არის თანამედროვე და ეფექტური გზა დაკარგული კბილების აღსადგენად. ეს პროცედურა საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ ლამაზი ღიმილი დაიბრუნოთ, არამედ სრულად აღადგინოთ კბილების, როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური მხარე.

რა არის დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაცია არის თანამედროვე სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც გამოიყენება დაკარგული კბილების აღსადგენად. ეს მეთოდი გულისხმობს სპეციალური ტიტანის იმპლანტის (ხელოვნური ფესვის) ჩანერგვას ყბის ძვალში, რომელზეც შემდგომ მაგრდება ხელოვნური გვირგვინი ან სხვა საჭირო ორთოპედიული კონსტრუქცია.

იმპლანტები ბუნებრივი კბილებივით გამოიყურება და მუშაობს, რაც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად ღეჭოთ, გაიღიმოთ და არ იგრძნოთ დისკომფორტი. სწორად ჩატარებული იმპლანტაცია უზრუნველყოფს კბილების ხანგრძლივ შენარჩუნებას და პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

როგორ ტარდება პროცედურა?

პირველი ეტაპი: ქირუგ-იმპლანტოლოგთან კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის შედგენა

პირველ ეტაპზე ექიმი აფასებს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას სპეციალური რენტგენის და 3D გამოკვლევების საშუალებით, დენტალ ლაინში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ერთ სივრცეში – კლინიკიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი მომსახურება.

მეორე ეტაპი: გეგმის მიხედვით ოპერაციის დაგეგმვა და იმპლანტის ჩანერგვა

ტიტანის ფესვი თავსდება ძვალში უმტკივნეულოდ, თანამედროვე ანესთეზიის გამოყენებით. პროცედურა არ არის ხანგრძლივი, არ არის საშიში, ვინაიდან 1 იპლანტის ჩანერგვის ოპერაცია დაახლოებით 15-20 წუთს გრძელდება.

მესამე ეტაპი: იმპლანტის ინტეგრაციის პერიოდი

ოპერაციის შემდეგ იმპლანტს გარკვეული დრო სჭირდება, რომ ძვალთან კარგად ინტეგრირდეს (მოხდეს მისი შეთვისება), ეს პერიოდი 3-დან 6 თვემდე მერყეობს და დამოკიდებულია, როგორც საინპლანტაციო სისტემაზე, ასევე პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მეოთხე ეტაპი: ორთოპედიული კონსტრუქციის დამაგრება

როცა იმპლანტი სრულად ინტეგრირდება, მასზე მაგრდება ხელოვნური კბილი ან ხიდი. ორთოპედიული კონსტრუქციის ან გვირგვინების დამაგრების შემდეგ თქვენ უკვე თამამად და თავდაჯერებულად შეგიძლიათ რომ გაიღიმოთ.

რას უნდა ველოდოთ?
  • მყარი და ხანგრძლივი შედეგი: ტიტანის იმპლანტები ძალიან მტკიცე და გამძლეა.
  • ბუნებრივი სახე და შეგრძნება: ხელოვნური კბილი ვიზუალურად და ფუნქციურად ბუნებრივს არ განსხვავდება.
  • პირის ღრუს ჯანმრთელობა: იმპლანტისთვის საჭიროა ჯანსაღი ღრძილები და ძვალი. საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში მიიღებთ დამატებით მკურნალობას.
როგორ უნდა მოვუაროთ იმპლანტებს?

იმპლანტებზე ზრუნვა მარტივია – რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები, გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები, ირიგატორი, კბილის ძაფი და რაც მთავარია – რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს.

 

რატომ უნდა აირჩიოთ “დენტალ ლაინი”?
  • 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება
  • 99%-იანი კმაყოფილების დონე პაციენტებში
  • ჰიგიენის და სტერილიზაციის მაღალი სტანდარტები
  • აქტიურად დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და პროტოკოლები
  • ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე.
ქირურგ-იმლანტოლოგთან ვიზიტისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 721 088

დენტალ ლაინი – თქვენი ღიმილი სანდო ხელშია!