3 სტომატოლოგიური მანიპულაცია, რომელიც გაზაფხულზე უნდა ჩაიტაროთ

გაზაფხულის დადგომასთან ერთად საკმაოდ აქტუალურია ისეთი სტომატოლოგიური მანიპულაციები, როგორიცაა კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გათეთრება და მხატვრული რესტავრაცია.

ამ სტატიაში, სწორედ ამ სამ პროცედურაზე ვისაუბრებთ.

კბილების პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში. ის გულისხმობს ნადების და ქვების მოცილებას კბილის ზედაპირიდან და ღრძილქვეშა ზონიდან.

პროფესიული ჰიგიენის პროცედურა შეუნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა და სილამაზეს, გააქრობს უსიამოვნო სუნსა და სისხლდენას ღრძილებიდან.

რეკომენდებულია, რომ 6 თვეში ერთხელ ეწვიოთ ჰიგიენის პაროდონტოლოგს და ჩაიტაროთ გეგმური წმენდა, რათა თქვენი კბილები იყოს ჯანსაღი და უსაფრთხო.

კბილების გათეთრება

გაზაფხულის მზიან ამინდებს თეთრი და ქათქათა კბილების ბზინვარება განსაკუთრებით უხდება, სწორედ ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დენტალ ლაინში ჩაიტაროთ, როგორც კბილების ქიმიური გათეთრება Zoom-ის აპარატით, ასევე კბილების გათეთრება კაპებით. ორივე მეთოდით გათეთრების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.

კბილების მხატვრული რესტავრაცია

კბილების მხატვრული რესტავრაცია არის კბილის ბუნებრივი და შეძენილი დეფექტების გამოსწორების პროცედურა, რომელიც გულისხმობს კბილის ფერის, ფორმის და დგომის შეცვლას მაღალესთეტიკური ბჟენების საშუალებით. კბილების მხატვრული რესტავრაცია არის დაზიანებული კბილების აღდგენის შედარებით ბიუჯეტური გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მინიმუმ 10 წლით გავაახალგაზრდაოთ ღიმილი.

 

დენტალ ლაინში თქვენთვის სასურველ პროცედურაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 72 10 88 / 598 72 10 88

მისამართი: გორგასლის ქუჩა #63

 

რატომ უნდა ვიმკურნალოთ კბილები მიკროსკოპის ქვეშ?

სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები ექიმს საშუალებას აძლევს განახორციელოს უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე.

მიკროსკოპი ახორციელებს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 30-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.

წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.

 

რისთვის სჭირდება სტომატოლოგს მიკროსკოპი?

 

✔️მიკროსკოპი საშუალებას გვაძლევს გავადითო კბილი 30-ჯერ.

✔️ხარისხიანად ვუმკურნალოთ კბილის არხებს;

✔️დავბჟინოთ კარიესული ღრუ ისე, რომ შევინარჩუნოთ კბილის რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ქსოვილი;

✔️დავინახოთ დამალული ბზარი კბილზე;

✔️აღმოვაჩინოთ კარიესი საწყის სტადიაში;

✔️ამოვიღოთ ჩატეხილი ინსტრუმენტის ფრაგმენტი;

 

თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალურად ეფეტური შედეგი, მაშინ კბილების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ იდეალური გზაა. დენტალ ლაინში შესაძლებელია მიკროსკოპით ჩაიტაროთ ისეთი პროცედურები როგორიცაა კბილების ენდოდონტიური მკურნალობა, მხატვრული რესტავრაცია, ორთოპედიული სამუშაოები და სხვა.

 

მინი იმპლანტები ორთოდონტიაში – ნაწილიII

როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ ორთოდონტიული მინი იმპლანტი ეს მცირე ზომის ვინტია, ორთოდონტები მათ კბილების სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებაში ვიყენებთ.

ახლა უფრო გავშალოთ ეს თემა და პაციენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მინი იმპლანტებთან დაკავშირებით არის შემდეგი:

როგორ ხდება მინი იმპლანტის ჩასმა?

პირველ რიგში გვჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია CBCT ეს არის 3 განზომილებიანი გამოსახულება, რის მიხედვითაც ვაფასებთ ძვლის სისქეს, სიგანეს, სად გვჭირდება მინი იმპლანტის მოთავსება, რამდენად შესაძლებელია მისი სასურველ ადგილას მოთავსება და სხვა დეტალებს ვგეგმავთ.

მტკივნეულია თუ არა მინი იმპლანტის ჩასმა? 

იმისთვის, რომ პროცედურა პაციენტისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო და კომფორტული იყოს კეთდება ღრძილში ადგილობრივი ანესთეზია, რისი დახმარებითაც ტკივილის შეგრძნება მინიმალურია.

როგორ ხდება მინი იმპლანტის ძვალში მოთავსება?

მინი იმპლანტი თავსდება ძვალში სპეციალური სახრახნისით, ყველანაირი განაკვეთის და სისხლის გარეშე, მარტივად, დაახლოებით 5 წუთში.

სჭირდება თუ არა მინი იმპლანტებს შეხორცება ძვალში?

მინი იმპლანტის ჩასმის შემდეგ ექიმი ორთოდონტი ამოწმებს მის სტაბილურობას და დაყოვნებლივ რთავს მას მკურნალობაში, ახდენს მის დატვირთვას. შემდეგი ეტაპია რეკომენდაციების გაცემა პაციენტს ვუხსნით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ვიძლევით რეკომენდაციებს მინი იმპლანტის მოვლასთან დაკავშირებით.

ეს იყო სტატია ნაწილი მეორე ორთოდონტიულ მინი იმპლანტებთან დაკავშირებით, შემდეგ მესამე ნაწილში ჩვენ გესაუბრებით მინი იმპლანტების ჩვენებებზე, როდის გვჭირდება მათი გამოყენება? ვისაუბრებთ მათ უპირატესობებზე, რაც არაერთი აქვს. და ბოლოს განვიხილავთ მათ ნაირსახეობებს.

რა არის მინი იმპლანტი ორთოდონტიაში?

ორთოდონტიაში მინი იმპლანტებს უწოდებენ პატარა ზომის ვინტებს, რომლებიც თავსდება ძვალში, ძირითადად კბილების ფესვებს შორის, მათ ორთოდონტები იყენებენ როგორც საყრდენს კბილების სხვადასხვა მიმართულებით გადასაადგილებლად.
თანკბილვის გასწორება საკმაოდ რთული პროცესია, აქ ექიმის ცოდნა, გამოცდილება, მაღალი ხარისხის ბრეკეტ სისტემების და მასალების გამოყენება არის საჭირო.
ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ბრეკეტი საკმარისია თანკბილვის გასასწორებლად, ხშირად ასე არაა, ბრეკეტს თავისი ლიმიტები აქვს, მათი დახმარებით ყველანაირი მიმართულებით კბილის გადაადგილება შეუძლებელია, იდეალური შედეგისთვის ექიმს სჭირდება მკურნალობის პროცესში დამატებითი აპარატების და ზემოთ ხსენებული მინი ვინტების ჩართვა.
მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დიფერენცირება კლასიკურ იმპლანტსა და ორთოდონტიულ მინი იმპლანტს შორის. მათ საერთო არაფერი აქვთ, განსხვავდებიან, როგორც დანიშნულებით, ფუნქციით, ზომით, მათი ძვალში მოთავსების მექანიზმითაც კი.
იმპლანტი –  ეს არის ხელოვნური ფესვი, რომელიც დაკარგული კბილის ადგილას ჯდება ძვალში, მასზე ემაგრება გვირგვინი კბილი, მისი საშუალებით ხდება დაკარგული კბილის ჩანაცვლება და ღეჭვითი ფუნქციის აღდგენა.
ორთოდონტიული მინი იმპლანტი ეს არის მცირე ზომის ვინტი, მისი ზომა დიამეტრით 2 მმ-ს არ აღებატება, რაც მის ჩასმას ძალიან მარტივს ხდის, არ ჭირდება დრო რომ შეხორცდეს, მისი დატვირთვა ხდება ორთოდონტის მიერ დაუყოვნებლივ. მასალა არის ჰიპოალერგიული და იმის შანსი, რომ ორგანიზმმა ის არ მიიღოს ფაქტიურად არ არსებობს. მის მოთავსებამდე არაა საჭირო არანაირი ანალიზები, რაც სტანტარტული იმპლანტაციის წინ აუცილებელია. იმაზე თუ როგორია მინი იმპლანტის ჩასმის პროცედურა და სხვა თემებზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.

რა არის სპლინტი და რა დანიშნულება აქვს სპლინტთერაპიას?

სპლინტი არის 2 სახის სარელაქსაციო და სარეპოზიციო კაპა, რომელიც გამოიყენება  საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის სამკურნალოდ.

ამ დროს პაციენტი უჩივის:

  • სახის ასიმეტრიას
  • ტკაცუნს/ხმაურს პირის გაღებისას და დახურვისას
  • ტკივილს ქვედა ყბის არეში
  • საღეჭი კუნთების დაჭიმულობას
  • თავის ტკივილს

 

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიები
  • ქვედა ყბის გადანაცვლება
  • კბილების ცვეთა
  • ბრუქსიზმი
  • სტრესი და ფსიქოემოციური გადატვირთვა

 

 

დიაგნოსტიკა იწყება სიმპტომების დეტალური გამოკითხვით, შემდეგ კი აღნიშნული სიმპტომების მიხედვით ვატარებთ ყველა საჭირო რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

იქიდან გამომდინარე რომ სპლინტი მზადდება ინდივიდუალურად და სრული სიზუსტით უნდა იყოს მორგებული პაციენტის ზედა და ქვედა ყბაზე, ხდება პირის ღრუს დასკანერება და ლაბორატორიაში გადაგზავნა, სადაც, გერმანულ ჩარხში იჩარხება კაპა, რომელიც გამოირჩევა თავისი სიზუსტით და მაღალი ესთეტიკურობით.

მკურნალობა დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება. სპლინტთერაპიის შემდეგ პაციენტი აღარ უჩივის თავის ტკივილს, საღეჭი კუნთების დაჭიმულობას, ტკივილის შეგრძნებას პირის გაღება/დახურვის დროს და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქცია სტაბილურ ფაზაში გადადის.

 

რატომ არის საჭირო ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე სადიაგნოსტიკო რენტგენოგრაფიის ჩატარება?

ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია  თანკბილვის ანომალიის შესახებ. ჩვენების მიხედვით პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ყველა საჭირო რენტგენოგრაფიული კვლევა, როგორიც არის ორთოპანტომოგრამა  (პანორამა), ტელერენტგენოგრამა გვერდით პროექციაში, ტელერენტგენოგრამა პირდაპირ პროექციაში, კომპიუტერული ტომოგრაფია, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენი პირის ღია და დახურულ მდგომარეობაში. ყველა ჩამოთვლილი რენტგენოლოგიური კვლევა ექიმ-ორთოდონტს ეხმარება, რომ სწორად დასვას დიაგნოზი და შეადგინოს მკურნალობის გეგმა.

ორთოპანტომოგრამა, იგივე პანორამა საშუალებას იძლევა, სტომატოლოგმა ერთდროულად დაათვალიეროს და შეაფასოს ზედა და ქვედა ყბის კბილების გვირგვინები, ფესვები და ძვლოვანი ქსოვილი.

ტელერენდგენოგრამა იძლევა თავის ქალას და სახის გამოსახულებას გვერდით პროექციაში, რომელიც იზომება, ითვლება კუთხეები და მანძილები წერტილებს შორის. ამ კვლევას ცეფალომეტრია ეწოდება. ცეფალომეტრიული კვლევა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ კბილების თანაფარდობა ყბებთან, ყბების შეთანასოვნება თავის ქალას სხვა ძვლებთან, ყბების ზომები და მათი შეთანასოვნება ერთმანეთთან, ასე ყბების ზრდის ტიპი.

თანამედროვე სტომატოლოგიაში ორთოდონტიული მკურნალობის სრულფასოვანი დაგეგმარება ცეფალომეტრიული ანალიზის და ორთოპანტომოგრამის გარეშე წარმოუდგენელია.

3D კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ, როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი.  კომპიუტერული ტომოგრაფია არ იძლევა ცდომილებას და მისი სიზუსტე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ყველა დეტალი, კბილის ფესვებისა და არხების აგებულების თავისებურებანი, სწორად განვსაზღვროთ ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა.  3D კომპიუტერული ტომოგრაფია ეხმარება ექიმს მეტი სიზუსტით მუშაობაში.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენის მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში და სახსარში არსებული სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა.

ცეფალომეტრიული რენტგენი – სწორი სტომატოლოგიური მკურნალობის წინაპირობა

Სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ, აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს სრული ციფრული (რენტგენოლოგიური)  დიაგნოსტიკა, რათა ზუსტად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, რაც სპეციალისტებს ეხმარება სწორი მკურნალობის გეგმის შედგენაში.

ბევრს სმენია რენტგენის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რა არის ცეფალომეტრიული რენტგენი? რით განსხვავდება იგი სხვა სახის რენტგენოლოგიური კვლევებისგან? Აღნიშნულ სტატიაში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

ცეფალომეტრიული რენტგენი უნიკალური ინსტრუმენტია, რომელიც სტომატოლოგს საშუალებას აძლევს გადაიღოს სახის მხარის სრული რენტგენოგრაფიული სურათი. ზოგადად, რენტგენი სტომატოლოგს სთავაზობს კბილების, ყბის ძვლისა და რბილი ქსოვილების დათვალიერების საშუალებას იმის მიღმა, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. 

ცეფალომეტრიული რენტგენი ექსტრაორალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის ღრუში რენტგენის ფირი  არ არის ჩასმული. ცეფალომეტრიული და პანორამული რენტგენი აჩვენებს ცხვირის და სინუსების პასაჟებს, რომლებიც გამოტოვებულია ინტრაორალური რენტგენის მიერ.

Scanning cephalostat | Planmeca

ცეფალომეტრიული რენტგენის გადაღება ჩვეულებრივ ხდება პანორამული რენტგენის აპარატით. Აპარატის მექანიკურ მკლავზე დამონტაჟებულია ცეფალომეტრიული ფირის დამჭერი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის რენტგენოლოგიურ გადაღებას.

ცეფალომეტრიული რენტგენი სრულიად უმტკივნეულოა. თავი მოთავსებულია მექანიკურ მბრუნავ მკლავსა და ფირის დამჭერს შორის, რომელიც მოთავსებულია მეორე მკლავზე. მკლავი ბრუნავს თავის გარშემო და იღებს სახის, პირის და კბილების სურათებს. 

ცეფალომეტრიული რენტგენი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტომატოლოგების მიერ, რათა შეფასდეს:

  • დაზიანებული კბილები
  • სწორი ორთოდონტიული მკურნალობა
  • პრობლემები ქვედა ყბის სახსრის არეში
  • Მოტეხილი კბილები 
  • თქვენი ყბის პოზიცია
  • სასუნთქი გზების პრობლემები
  • Და სხვა.

ცეფალომეტრიული რენტგენის გადაღების შემდეგ სტომატოლოგი შეძლებს დაინახოს თავის სრული გვერდითი პროფილი. აღნიშნული ხელს უწყობს ორთოდონტიული მკურნალობის სწორად დაგეგმვას და დაუყოვნებლივ შეფასებას, თუ როგორ შეიძლება ბრეკეტებმა გავლენა მოახდინოს სახის პროფილსა და კბილებზე. ამ ტიპის რენტგენი, ასევე აქტიურად გამოიყენება დენტალური იმპლანტაციის დროს.

Დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 272 10 88 ან გვეწვიეთ კლინიკაში.

მის: გორგასლის #63/ორთაჭალა

თანკბილვის ანომალიები 

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ გზას.

რა არის თანკბილვა? 

თანკბილვა – ზედა და ქვედა ყბის კბილების სწორი შეთანასოვნებაა. თანკბილვას დიდი გავლენა აქვს როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

რა შეიძლება იყოს თანკბილვის ანომალიის გამომწვევი მიზეზი? 

კბილების და ყბა-სახის განვითარება კომპლექსურია, ის დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ, ასევე გარემო ფაქტორებზე.

გარემო ფაქტორებს მიეკუთვნება: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, სარძევე კბილების ადრეული და / ან გვიანი მოცვლა, პირით სუნთქვა, ენის არასწორი მდებარეობა ყლაპვის დროს, არასწორი კვება, თითების წოვა, ენის წოვა, საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება და სხვა.

ხშირად გენეტიკურ ფაქტორს თან ერთვის გარემო ფაქტორებიც, რაც უფრო ართულებს თანკბილვის ანომალიას. ამიტომ, თუ შენიშნავთ, რომ თქვენს პატარას რომელიმე ზემოთ აღნიშნული პრობლემა აქვს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ორთოდონტთან!

 

რომელი ანომალიები  გვხვდება ყველაზე ხშირად? 

 

ჯვარედინი თანკბილვა – როდესაც ქვედა ყბა გადანაცვლებულია გვერდით, დარღვეულია ზედა და ქვედა ყბის კბილების ცენტრის თანხვედრა.

ღია თანკბილვა – როდესაც კონტაქტი უკანა კბილებს შორის გვაქვს და წინა კბილები ვერ ეხება ერთმანეთს.

ღრმა თანკბილვა – როდესაც დახურვისას ზედა ყბის წინა კბილები ძალიან გადმოკბილავს ქვედა ყბის კბილებს.

მეზიალური თანკბილვა – როდესაც ქვედა ყბა გადმოკბილავს ზედა ყბას.

დისტალური თანკბილვა – როდესაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და კბილები გამოწეულია წინ, ქვედა ყბა განივითარებელია.

 

რომელ ასაკში შეიძლება ვუმკურნალოთ თანკბილვის ანომალიებს? 

ზემოთ ჩამოთვლილ ანომალიებს შეიძლება ვუმკურნალოთ ბავშვთა ასაკში, რაც ხელს შეუწყობს ყბა-კბილთა სისტემის ნორმალურ ჩამოყალიბებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბავშვთა ასაკში ყბების ძვლები განვითარების პროცესშია და მკურნალობის დასრულების შემდეგ, შედეგი უფრო სტაბილურია.

 

 

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი?

ფარმაცევტულ ბაზარზე კბილის ჯაგრისების ფართო არჩევანია, საკმაოდ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება, თუმცა არსებობს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი, რაც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ხარისხიანი ჯაგრისი.

  • ჯაგრისის სიხისტე : არსებობს რბილი, საშუალო და მაგარი სიხისტის ჯაგრისები. თანამედროვე პაროდონტოლოგიური პროტოკოლებით მიიჩნევა, რომ ჯაგრისი უნდა იყოს რბილი. რადგან რბილი ჯაგრისით, კბილების გასუფთავება ღრძილთან ახლოს უფრო მარტივი,უმტკივნეულო და ეფექტურია. მაგარი ან საშუალო ჯაგრისების გამოყენებისას კბილსა და ღრძილის საზღვარზე დაგროვებული ნადების მოცილება ვერ ხდება. დაგროვებული ნადები კი ღრძილების ანთების გამომწვევია.
  • ზომა: ჯაგრისის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი სამუშაო ნაწილის ზომა, უმჯობესია პატარა ან საშუალო ზომის ჯაგრისის არჩევა. ასეთი ჯაგრისით უფრო მარტივია უკანა კბილებთან მიდგომა და კბილების შიგნითა ზედაპირების გასუფთავება, ვიდრე დიდი ზომის ჯაგრისით.
  • ჯაგრულების რაოდენობა: რაც უფრო ხშირი ჯაგრულებით არის წარმოდგენილი კბილის ჯაგრისი, მით უფრო უკეთ ასუფთავებს კბილებს.
  • ერთ ზედაპირზე განლაგებული ჯაგრისის ჯაგრულები უფრო ეფექტურად აშორებს კბილებიდან ნადებს, ვიდრე სხვადასხვა სიმაღლის ჯაგრულები. თანაბარი სიმაღლის ჯაგრულებს მეტი შეხების ზედაპირი აქვთ კბილებთან, ამიტომაც უმჯობესია მათი გამოყენება.
  • კბილების ხახეხვასთან ერთად საჭიროა ენის გასუფთავებაც. ზოგიერთი ჯაგრისის თავი, უკანა ზედაპირზე აღჭურვილია ენის საწმენდით. თუ ჯაგრისს ასეთი თავი არ აქვს , ენის საწმენდის შეძენა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.
  • საბავშვო ჯაგრისების შეძენისას უმჯობესია გაითვალისწინოთ ბავშვების ასაკი და ასაკობრივი ნიშნით შეარჩით კბილის ჯაგრისი.
  • კბილის ჯაგრისის შეცვლა აუცილებელია 3 თვეში ერთხელ.

6 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობას

👅 პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება.

📍 გიზიარებთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობას:

🧀 ყველი – შეიცავს კალციუმს და ფოსფატს, რაც ამცირებს მჟავიანობას ორგანიზმში.

🥛 რძე – კალციუმის წყაროა – კალციუმი აძლიერებს კბილებს და ძვლებს.

🌰 თხილეული – შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტებს.

🍏 ვაშლი – ზრდის ნერწყვის წარმოქმნას, წმენდს კბილებს, აცილებს ბაქტერიებს და კბილის ნადებს.

🐟 თევზი – შეიცავს D ვიტამინს, A ვიტამინს და ომეგა სამ ცხიმოვან მჟავებს, იცავს კბილებს და ღრძილებს ბაქტერიებისგან.

🍯 თაფლი – მასში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

🥚 კვერცხი –  სასარგებლოა კბილებისთვის, რადგან  შეიცავს D და K ვიტამინებს.

🦷 დენტალ ლაინი -თქვენი პირადი სტომატოლოგი