fbpx
დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონით – ზუსტი და უსაფრთხო მეთოდი

დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონით – ზუსტი და უსაფრთხო მეთოდი

დღეს, როცა სტომატოლოგიაში ტექნოლოგიური განვითარება უმაღლეს დონეზეა, დენტალური იმპლანტაციის პროცედურაც უფრო უსაფრთხო, ზუსტი და პროგნოზირებადი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომაა ქირურგიული შაბლონის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა, იმპლანტი მაქსიმალური სიზუსტით განთავსდეს ყბის ძვალში.

რა არის ქირურგიული შაბლონი?

ქირურგიული შაბლონი არის 3D ტექნოლოგიებით დამზადებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იმპლანტაციის დროს ექიმს აძლევს საშუალებას ზუსტად განსაზღვროს იმპლანტის ჩასმის ადგილი, კუთხე და სიღრმე. იგი დამზადებულია პაციენტის პირის ღრუს ციფრული სკანირების ან 3D ტომოგრაფიის საფუძველზე და ინდივიდუალურად ერგება თითოეულ პაციენტს.

Dental Implant Surgical Guides | ConeScan

რა ეტაპებს მოიცავს დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონით?
  1. პირველადი დიაგნოსტიკა პაციენტს უტარდება 3D ტომოგრაფია და ინტრაორალური სკანირება.

  2. ციფრული დაგეგმვა სპეციალურ პროგრამაში ექიმი ზუსტად განსაზღვრავს იმპლანტის პოზიციას.

  3. შაბლონის დამზადება მიღებული მონაცემების საფუძველზე მზადდება ქირურგიული შაბლონი.

  4. ოპერაცია შაბლონითიმპლანტი თავსდება სწორედ იმ პოზიციაში, რომელიც წინასწარ დაგეგმა.

Surgical Guides – Digicad Dental Studio

შაბლონის ძირითადი უპირატესობებია
  • მაქსიმალური სიზუსტე – მინიმუმამდეა დაყვანილი იმპლანტის არასწორი პოზიციის რისკი.

  • მოკლე ოპერაციის დრო – წინასწარი დაგეგმვის წყალობით პროცედურა უფრო სწრაფია.

  • მინიმალური ინვაზიურობა – ხშირად არ არის საჭირო ღრძილის ფართო გაჭრა, რაც ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.

  • პაციენტის კომფორტი – რეაბილიტაციის პერიოდი უფრო მსუბუქია და შედეგი – პროგნოზირებადი.

  • ესთეტიკური შედეგი – სწორი პოზიციონირება უზრუნველყოფს ბუნებრივ და ლამაზ ღიმილს.

ვისთვის არის რეკომენდებული?

ქირურგიული შაბლონით იმპლანტაცია რეკომენდებულია თითქმის ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ:

  • საჭიროა რამდენიმე იმპლანტის ჩასმა

  • ძვლის მოცულობა შეზღუდულია

  • მნიშვნელოვანია მაქსიმალური ესთეტიკა

  • პაციენტი ელოდება სწრაფ და უსაფრთხო შედეგს.

დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონით თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მეთოდია, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, სიზუსტესა და პაციენტის კომფორტს. სწორედ ამ მიდგომით შესაძლებელია ბუნებრივი ღიმილის აღდგენა უმოკლეს დროში და მინიმალური რისკებით.

თუ გსურთ გაიარო კონსულტაცია და გაიგო მეტი დენტალური იმპლანტაციის შესახებ, მაშინ დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 2 721 088

📍 მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ. 63